საზოგადოება აჭარულ ბორანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წოდება მიენიჭება 9 თებერვალი, 19:37 აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გაავრცელა. ბორანოსთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ბორანოს, იგივე ჭინჭიხას, აჭარული სამზარეულოს დელიკატესად მიიჩნევენ. მის მოსამზადებლად წინასწარ დაჭრილ ყველს ცხელ წყალს ასხამენ და ცოტა ხნით აჩერებენ, რომ დარბილდეს, შეერთდეს და კერძის გადაღებისას ყველი კარგად გაიწელოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხაჭაპურის ტრადიციას მიენიჭა. სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გამოსცემს. 176 შეფასება არ არის
|