x
image
Teklamaisuraze
რატომ შეიძლება გვტკიოდეს თავი
თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს.


image

შაკიკი ანუ ჰემიკრანია

შაკიკი ეს არის გავრცელებული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი. ძლიერი ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 4 დან 72 საათამდე.

შაკიკი მამაკაცებთან შედარებით ქალებში 4 ჯერ უფრო ხშირია. პირველი შეტევა შესაძლოა მოზარდების ასაკში განვითარდეს. შუახნის ასაკში კი გაქრეს. შეიმჩნევა შაკიკისადმი ოჯახური წინაგანწყობა.

რა ხდება შეტევის დროს

აკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას .

რატომ იწყება შეტევა

შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს.


გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება: საკვები და სასმელი :_ შოკოლადი, კაკაო, ყავა, ციტრუსები, თხილი, კაკალი.

პროდუქტები რომლებიც შეიცავს სოდიუმ ნიტრიტს. (შაკიკის გამომწვევი შეიძლება იყოს) ჰოთდოგი, ბეკონი, ძეხვი, სალიამი. რძის ზოგიერთი პროდუქტი: ყველი, არაჟანი,

პროდუქტები რომლებიც შეიცავს ნატრიუმის გლუტამატს , (შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს) ცხარე ჩინური სოუსები.

პროდუქტები რომლებიც შეიცავს თიამინს: დამარილებული ქაშაყი, ქათმის ღვიძლი, პარკოსნები, ლობიო.

ასევე წითელი ღვინო, ლუდი, შამპანური. ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტები და სასმელი კოკა-კოლა და.სხვ.

სითხის უკმარისობა

შიმშილი და ჰიპოგლიკომია. შიმშილის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება. ამან შეიძლება შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე.

გარემო პირობები

სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე. ქარი, ძლიერი ხმაური, მკვეთრი სუნი.

შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება ხანგრძლივი ძილი ან უძილობა. გადაღლილობა და ფსიქოემოციური გადაძაბვა. ფიზიკური აქტიურობა, მათ შორის სქესობრივი კონტაქტი.

ჰორმონული ძვრები. მენსტუაცია, ორსულობა, კლიმაქსი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას. თუ შაკიკს ორივე მშობელი უჩივის, ბავშვს ათიდან 1 შანსი აქვს დარჩეს ჯანმრთელი.




0
86
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0