x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87687
  • ვიდეო:338175
  • სურათი:449405
სტალინი ქართველების შესახებ

image


"როდესაც ოთახში შევედით - იგონებს ნიკო ბერძენიშვილი - ჩვენი წიგნი მაგიდაზე ედო და ფურცლავდა. გულთბილი მისალმების შემდეგ გვითხრა - თქვენს წიგნზე შენიშვნები მაქვს. ორი ძირითადი შენიშვნა. სრულყოფილი არ არის საწყისი თავი. მეტი გაბედულება და გარკვეულობაა საჭირო. ქართველთა ნათესაობა-წარმოშობის შესახებ წინა აზიის უძველეს ხალხებთან, ურარტუელებთან. ბერძნები გვიან მოვიდნენ, ეგვიპტელები მათ "რაზბოინიკებს" უწოდებდნენ. ყველაფერი ეს შესასწავლია. მეტი გაბედულებაა საჭირო. ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ. სომხები გვიან მოვიდნენ, ურარტუ დაიკავეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეუერთდნენ. ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელში გათურქება. რუსეთი მართალია ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში - უმცირესი ბოროტება.

ქართველი უფრო მეტის შემცველია, ვიდრე ეს ჩვენ მიგვაჩნია, უფრო ფართო, ვიდრე ქართ-ზანურ-სვანური. ეს ცნება უნდა გაფართოვდეს როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, აგრეთვე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც."

ეს საუბარი შედგა 1945 წლის 20 ოქტომბერს, მაცესტის აგარაკზე.


ნაწყვეტი წიგნიდან "საქართველოს ისტორიის განხილვა" (ავტორები: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი) ამ წიგნზე ასევე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილიც, თუმცა არ დასცალდა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. ბერძნული ღმერთების ოჯახი (+160 სამეცნიერო სტატია)

3. ქართული მითოლოგია - ბადაგონი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
3816
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3816
  
8 თებერვალი, 1:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1