x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
ყველაზე ეროტიკული რეკლამა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია +11

რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.


"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით, "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ.


image



სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ, დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრან მომხმარებელის - "ჩვენი" ყურადღება და ზოგიერთი მათგანი ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.



ერთ-ერთმა ამერიკულმა ტანსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ American Apparel-მ, რომელიც პირველად დაახლოებით ათი წლის წინ გაიხსნა, გაკოტრების შესახებ საჯაროდ განაცხადა. American Apparel-ი ყოველთვის იყო გამორჩეული პროვოკაციული რეკლამებით, რის გამოც ხდებოდა კრიტიკის ეპიცენტრი, ხშირად სექსიზმში ბრალდებული. ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ჰყავს მომხმარებელი და ის სეზონის ახალი კოლექციითა და ყველაზე პიკანტური რეკლამებით კვლავაც აქტიურობს.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












იხილეთ აგრეთვე:



3 ყველაზე სექსუალური და ლამაზი რეკლამა, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთimage






შთამბეჭდავი სოციალური რეკლამები, რომლებიც დაგაფიქრებთimage









გენიალური დიზაინერების ყველაზე შედევრული რეკლამები, რომლებიც გაგაოცებთimage










უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამებიimage











ყველაზე შედევრული, თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამებიimage











ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთimage

7
670
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
8 თებერვალი, 1:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 თებერვალი, 20:44
დედაიაააა, ეს მართლა რანაირი რეკლამებიააა. თავიდან ვერც კი მივხვდი რისი რეკლამა იყო :-)
6 თებერვალი, 14:02
:) არაუშავს,აღარ ვდარდობ გუჯა, ვის მოსაწონს დავწერ და ვისას არა. კარგზე მაინც არ მაქებენ არასდროს და ვწერ იმაზე, რაც უფრო მუშაობს, მასაც სწორედ ესაა, ეს აინტერესებთ და მერე კდემამოსილები გამოდიან, ტიტუუ, ეს რაზე წერს, ეს უსირცხვილო, ეს შინაბერა ქალიშვილი და მიდის ვაი-ვიში :))) უკვე მეცინება.
6 თებერვალი, 13:46
კარგი იყო, იმედია "არ ჩაგქოლავენ" ამის გამო :) წაშლა მინდოდა და გასწორებული კომენტარის დადება, საკუთარი კომენტარი შემთხვევით სპამად მოვნიშნე :)
6 თებერვალი, 13:44
კარგი იყო, იმედია "არ ჩაგქოლავე" ამის გამო :)
0 1 7