x
როგორ ვავარჯიშოთ საჯდომის კუნთები ?
image

სხეულის სილამაზე და ნავარჯიშები კუნთები მართლა სიამოვნებაა ადამიანისთვის. საჯდომი ერთ-ერთი პრობლემური ზონაა და ასევე სასურველი, რომ კარგად გამოიყურებოდეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს?

მთავარია ნებისყოფა და მონდომება. თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, შედეგს რამდენიმე თვეში მიაღწევთ. იწყებთ ვარჯიშს და დატვირთვას ყოველდღიურად, ნელ-ნელა ზრდით. ვარჯიშები უმეტესად სრულდება ფეხებით. კარგია ბუქნების გაკეთება, კიბის საფეხურებზე ასვლა-ჩამოსვლა. როდესაც დაიწყებთ ვარჯიშს, ნელა დაამატებთ სიმძიმეებს ფეხებს, რათა კუნთი გაიზარდოს. თუ კუნთის მომატება არ გინდათ, სიმძიმეები საჭირო არ არის.

დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები და წელი ასწიეთ ზემოთ და ჩამოსწიეთ ისევ. თავიდან ყველა მოძრაობა 10-ჯერ გააკეთეთ და შემდეგ მოუმატეთ.


დადექით მუხლებზე და ხელებზე დაყრდნობილი, ერთი ფეხი კი გამართეთ, ასწიეთ და დაუშვით ისევ. შემდეგ შეცვალეთ და გადადით მეორე ფეხზე.

დადექით განზე გადგმული ფეხებით ისე, რომ ქუსლები უყურებდეს ერთმანეთს. შემდეგ კი ჩაიკუზეთ და აიწიეთ ისევ.

დადექით, დაიკავეთ დოინჯი, შემდეგ კი ფეხი გადადგით წინ და ჩაიკუზეთ, მერე ისევ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. იგივე გააკეთეთ მეორე ფეხითაც.

გააკეთეთ სავარძლის იმიტაცია. მიიღეთ ისეთი პოზა, თითქოს ზიხართ, შემდეგ კი ადექით.

დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, დაიჭირეთ პატარა გირები და გააკეთეთ ჩაკუზვები.

უბრალო, მაგრამ ეფექტური საშუალებაა, უბრალოდ მაგრად დაჭიმეთ საჯდომის კუნთები და შემდეგ მოადუნეთ.

დაწექით მუცელზე, ასწიეთ მაღლა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი ერთდროულად, შემდეგ კი მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხითაც გაიმეორეთ იგივე.

დაწექით მუცელზე, ფეხები კი რამეთი დაიმაგრეთ. დაიდეთ ხელები კეფაზე და აიწიეთ მაღლა ისე, როგორც პრესის დროს, ოღონ უკანა მხარეს.

გააკეთეთ ველოსიპედები. დაწექით ზურგზე, ხელები მიიდეთ თეძოებზე. შემდეგ ფეხები და წელი ასწიეთ მაღლა ისე, რომ კეფით ეხებოდეთ ძირს და დაიწყეთ ველოსიპედის წაყვანის მსგავსი მოძრაობები ფეხებით.

გააკეთეთ ყველა ვარჟიში რეგულარულად, იზრუნეთ საჯდომის კანზე, რათა არ გაგიჩნდეთ ცელულიტი, რომელიც ამ ადგილას სწრაფად ჩნდება. კარგია ცურვა, რაც შეგიძლიათ, მეტი იცურეთ. გაიკეთეთ მასაჟები, ხელის ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. წაისვით ანტიცელულიტური კრემი.

თუ გაქვთ სურვილი, კუნთი მასაში გაზარდოთ, მაშინ ვარჯიშის დროს ფეხებზე უნდა გაიკეთოთ სიმძიმე და ისე ასწიოთ ფეხი უკან, ან დაიჭიროთ ხელში გირები და ისე გააკეთოთ ბუქნები.

თუ არ დაიზარებთ, ივარჯიშებთ რეგულარულად და ნებისყოფას გამოიჩენთ, შედეგიც არ დააყოვნებს.

image

0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0