x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ტური ირაკლი ჩარკვიანს ეძღვნება: "ყველა კონკურსანტი, როგორც დიდი მუსიკოსი, ისე მუშაობს"
image


პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მო­რიგ ტურს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ანს უძღვნის. კონ­კურ­სან­ტე­ბი მუ­სი­კო­სის სიმ­ღე­რებს ორ­კესტრთან და ბენდთან ერ­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ. ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი კი ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

თუ რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ მე­ფის სიმ­ღე­რებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი - ამა­ზე პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შა­ბათს გვაქვს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ტური. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს იმ რან­გის მუ­სი­კო­სია, რომ­ლის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ მომ­ღე­რალს ერთხელ მა­ინც გას­ჩე­ნია. „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ თა­ვის კონ­კურ­სან­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის რე­პერ­ტუ­ა­რი შე­ას­რუ­ლოს. გვე­ყო­ლე­ბა ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის ორ­კესტრი და ბენ­დი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად არის ეს ლა­ი­ვი. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ტრი­ბი­უ­ტი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კონ­კურ­სო დღეა და ამ თა­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ მუ­სი­კო­სი­სად­მი.


ჩემ­თვის ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი ქარ­თულ მუ­სი­კა­ში რე­ვო­ლუ­ცი­აა! სხვა­თა შო­რის, დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ტყვის თქმის სხვა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი აქვთ, მგო­ნია, რომ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სის ბგე­რე­ბის, ტექ­სტის გად­მო­ცე­მას სა­კუ­თა­რი სი­ტყვით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ა­ხერ­ხე­ბენ.


- ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი გა­კეთ­და?

- ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ვერ­სი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფრო ახ­ლე­ბუ­რად ჟღერს. მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია. კონ­კურ­სან­ტე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, არც ერთი ისე არ მი­უდ­გა, რო­გორც კონ­კურსს, ყვე­ლა რო­გორც დიდი მუ­სი­კო­სი, ისე მუ­შა­ობს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მუ­სი­კო­სებ­თან კონ­ტაქტსაც, მთა­ვა­რია, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.


- სულ 8 სიმ­ღე­რა შეს­რულ­დე­ბა?

- კი და არის სიმ­ღე­რე­ბი, სა­დაც ორი სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რის თე­მაც არის გა­მიქ­სუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რად, ისე იდე­უ­რად, თე­მა­ტუ­რად.


- რამ­დე­ნად დაძ­ლია თი­თო­ე­ულ­მა ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი?

- დაძ­ლია - ეს სი­ტყვა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­კურ­სის ამ ტურს, უნდა დაძ­ლი­ონ და უფრო სწო­რად, არც ყო­ფი­ლა ასე სა­კი­თხი - გა­მოს­დის თუ არა კონ­კურ­სანტს ესა თუ ის ნო­მე­რი. ამ გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რად და ლო­კა­ლუ­რად არ არის რთუ­ლი, მაგ­რამ სირ­თუ­ლე იმ თვალ­საზ­რი­სი­თაა, რომ მომ­ღერ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თა­რი ნა­ფიქ­რი, ნამ­ღე­რი მა­ყუ­რე­ბელს ისე მი­ა­წო­დოს, სარ­წმუ­ნო იყოს.

ეს დიდი სკო­ლაა ჩემ­თვი­საც და ბავ­შვე­ბის­თვი­საც... კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ. ყვე­ლამ კარ­გად მო­ირ­გო სიმ­ღე­რა. თი­თო­ე­უ­ლის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი და მი­სა­ღე­ბი გახ­და აზრი, რაც ირაკ­ლი ჩარ­კვი­ანს თა­ვის სიმ­ღე­რა­ში ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი. ინ­ტე­ლექ­ტი და გა­ნათ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში სა­ჭი­როა და მუ­სი­კა­ში - მით უფრო...



0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0