x
CO სერიული მკვლელი ქალაქში - რჩევები როგორ დავიცვათ უსაფრთხოება

imageმინდა ორიოდე სიტყვა დავწერო ქალაქში გავრცელებულ ტრაგედიებზე და მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს.

ინტერნეტში სიახლეების ძიებისას გადავაწყდი ერთერთი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნაშრომს რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. მინდა გაგიზიაროთ ამონარიდი ამ ნაშრომიდან.

CO სერიული მკვლელი ქალაქში


თითოეულ საგანს რასაც ადამიანი შეიძენს, აქვს მისი მოხმარების ინსტრუქცია, ასევეა ენერგეტიკულ პროდუქტზე (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი გაზი) აუცილებელია საზოგადოებამ გაითვალისწინოს ენერგიის მოხმარებისას დასაცავი უსაფრთხოების ზომები. ამმხრივ ბუნებრივი გაზის კუთხით დიდი პრობლემა დედაქალაქში.

ბუნებრივი გაზის მოხმარებისას მისი სპეციპიკიდან გამომდინარე საჭიროა, მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. უსაფრთხოება არ გულისხმობს, მხოლოდ ბუნებრივი გაზის მოპოვებისას, ტრანსპორტირებისას და განაწილებისას დაცულ ტექნიკურ ნორმებს, მნიშვნელოვანია თუ როგორ მოიხმარს მომხმარებელი მის მიერ შეძენილ გაზს და იცავს თუ არა ამ მოხმარებისას უსაფრთხოების წესებს. ამ თავში განხილულია თუ რა პრობლემებია ამ კუთხით დედაქალაქში, როგორია უსაფრთხოების წესების არდაცვით გამოწველუ უბედურების სტატისტიკა, რა ღონისძიებები ტარდება ამის გამოსასწორებლად და რამდენად გონივრულად უდგება საზოგადოება ამ პრობლემას.

ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა CO -თი დაღუპულთა რიცხვი, რაც განპირობებულია ბუნებრივი გაზის მომხმარებლებთა უყურადღებობით და გაზზე მომუშავე დანადგარების არასწორად დამონტაჟებით. ბუნებრივი გაზის მოხმარებისას, მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, გამომდინარე იქედან, რომ ყველა გათვითცნობიერებული არ არის უსაფრთხოების წესებში და ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარების ტექნიკურ მახასიათებლებში, ამიტომ დედაქალაქში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი უმსხვილესი კომპანია „შპს ყაზტრანსგაზ თბილისი“ ყოველ წელს თითოეულ მომხმარებელთან ატარებს გეგმიურ გამაფრთხილებელ რევიზიას, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მომხმარებელს ზეპირი ინსტრუქტაჟი უტარდება გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე, ხოლო ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულ დანადგარებს, კომპანიის წარმომადგენლის მიერ უწყდება გაზის მიწოდება. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მონაცემებით 2017 წელს 31 038 მომხმარებელთან შეწყვიტა გაზის მიწოდება ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულ დანადგარებზე. მათივე მონაცემებით ზემოთ ხსენებული მომხმარებელთა 50%-ზე მეტმა თვითნებურად აღადგინა გათიშულ დანადგარებზე გაზის მიწოდება, რაც ნიშნავს, რომ გაზის მოხმარებას აგრძელებენ სიცოცხლის რისკის ფასად. რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემაა ამ კუთხით დედაქალაქში? ძირითადად აღმოჩენილი დარღვევებია, საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ღია კამერიანი წვის წყლის გამაცხელებელი ან გამათბობლები. როდესაც გაზზს წვისთვის ჰაერი არ ჰყოფნის, იწყება გაზის არასრული წვა საიდანაც გამოიყოფა ნახშიროჟანგი (CO ), რაც ადამიანზე მოქმედებს ძლიერ მომწამვლელად.


ცხრილი ბუნებრივი გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების არ დაცვით გამოწვეული უბედურების სტატისტიკა


image

თუ ადამიანი CO-ს შეისუნთქავს იწვევს სიკვდილს:

1% შემთხვევაში - 2-3 წუთში;

0, 5% შემთხვევაში - 20-30 წუთში;

0, 1% შემთხვევაში - 1 საათში; მიუხედავად ამ ყველაფრის ცოდნისა მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი მაინც აგრძელებს საშიში დანადგარის მოხმარებას, აქედან გამომდინარე ნათელია რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის განათლების და ცნობიერების პრობლემა.

ბოლო სამ წელში 82 გარდაცვალებული და ათეულობით ათასი მომხმარებელი ამ საფრთხის წინაშე, ესაა დღევანდელი პრობლემა. ფაქტია, რომ მხოლოდ კომპანიის მიერ ჩატარებული გეგმიურ გამაფრთხილებელი რევიზიით ეს პრობლემა არ გამოსწორდება. აუცილებელია საზოგადოების განათლება, რადგან ხალხს ინფორმაცია აქვს, რა არის კარგი და რა ცუდი, შესაბამისად მომხდარი უბედურება მათ კისერზეა, რადგან მათი არჩევანია გააგრძელონ თუ არა სიცოცხლისთვის საშიში დანადგარის მოხმარება მათ საცხოვრებელ ფართში. იმის გათვალისწინებით, რომ პირადად მიწევს გეგმიურ გამაფრთხილებელი რევიზიის ჩატარება, რაც წელიწადში ოთხი ათასამდე მომხმარებელს მოიცავს, მომხმარებელთა მიდგომა ამ პრობლემის მიმართ შემდეგია:

იცის რომ საშიშია ზემოთ ხსენებული დანადგარი, იცის რომ ამით რისკავს სიცოცხლეს, თუმცა ცხელი წყალი სჭირდება და უსაფრთხო დანადგარის შეძენის საშუალება არ აქვს.

მობინადრე საცხოვრებელ ფართში ქირითაა და მეპატრონე არ ცვლის დანადგარს.

ათი წელია ამ დანადგარს მოიხმარს, აქამდე არაფერი უქნია და რაღა ახლა მოწამლავს.

დანადგარის მოხმარებისას აღებს ფანჯარას და ფიქრობს რომ ესე უსაფრთხოა.

ესენი და სხვა ამდაგვარი არგუმენტები აქვთ მომხმარებლებს როცა შემოწმების დროს უთიშავ საშიშ დანადგარებს. ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან შეიძლება ითქვას, რომ CO ქალაქში სერიული მკვლელივითაა და ის მანამ გააგრძელებს თავის მკვლელობებს, სანამ ხალხის გონებამდე არ დავა ის აზრი, რომ არ შეიძლება CO- სთან თამაში, ის კლავს და მომხმარებელმა არ უნდა გარისკოს თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლე, თავის საცხოვრებელ ფართში საშიში დანადგარის მოხმარებით.

აუცილებელია ბუნებრივი გაზის მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ

კატეგორიულად აკრძალულია:

ისეთი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სახლში, რომელთა გამოყენებისას წვისთვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსოდან (არ იგულისხმება გაზქურა);

არაქარხნულად დამზადებული გაზის ხელსაწყოების გამოყენება;

გაზზე მომუშავე დანადგარების და გაზის ქსელის თვითნებური მონტაჟი;

გაზის ქსელის: ცემენტის, შპალერის, გაჯის და ა.შ. ქვეშ მოყოლება;

ბუნებრივი გაზის მოხმარება ჩამკეტი მოწყობილობის გარეშე;

ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;

ღია ცეცხლის გამოყენება, გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით;

საძინებელში, გაზის დანადგარების დამონტაჟება და გამოყენება( არ იგულისხმება სახელმწიფო სტანდარტის გამთბობი ღუმელები)

სავენტილაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;

ნებისმიერი გაზის დანადგარის (განსაკუთრებით წყლისგამაცხელებლის) დამონტაჟება სააბაზანოში;

ასევე აუცილებელია ბუნებრივი გაზის მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:

გაზის დანადგარებისთვის განკუთვნილი რეზინის მილები, უნდა იყოს მთლიანი ( გადაბმების გარეშე)

ოთახი სადაც დამონტაჟებულია გაზის დანადგარები უნდა ნიავდებოდე ბუნებრივად;

ღიაწვის კამერის მქონე წყლისგამაცხელებლი არ უნდა დამონტაჟდეს საცხოვრებელ ფართში;

კვალიფიკაციის არმქონე პირზე, გაზის დანადგარების მონტაჟის მინდობა არ შეიზლება;

რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს კვამლსადენის წნევა;

სახლსი გაზის სუნის შემჩნევისას, უნდა შეწყდეს გაზის მოხმარება, განიავდეს სატავსო (ამ დროს არ შეიძლება ელექტრომოწყობილობების გამოყენება) და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს შესაბამის სამსახურს;

სახლიდან გასვლის შემთხვევაში ჩამკეტები უნდა იყოს დაკეტილი;

აბონენტები პასუხისმგებლები არიან გაზის დანადგარების უსაფრთხოდ მოხმარებაზე.


ნაშრომის ავტორი: დავით ბალავაძე

წყაროები:

1. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/278440

2. http://gtu.ge/pet/Science-Engineering/DissertationPapers/Finish.php

0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:xDeBian
xDeBian
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0