x
image
Teklamaisuraze
გვემუქრება თუ არა შაქრიანი დიაბეტი. ზოგადი დახასიათება. გლუკოზა. ინსულინი

გლუკოზა

შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს შაქარს, (გლუკოზა) რის გამოც სისხლში მისი დონე იმატებს და ვითარდება ჰიპერგლიკემია.

image

გლუკოზა ენერგიის ერთ–ერთი ძირითადი წყაროა. უჯრედში მის მოსახვედრად საჭიროა ჰორმონი, რომელსაც ინსულინი ეწოდება. ინსულინი ხელს უწყობს უჯრედში გლუკოზის შეღწევას. როცა მისი წარმოქმნა ან ათვისება დარღვეულია, შაქარი სისხლში რჩება, ხოლო უჯრედები შიმშილობენ. სისხლში შაქარი 2 გზით ხვდება – საკვების მეშვეობით და ღვიძლიდან, რომელიც ორგანიზმისთვის შაქრის ერთგვარ დეპოს წარმოადგენს. ამიტომ სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად ნახშირწყლებით ღარიბი საკვები არ კმარა. ამ შემთხვევაში გაძლიერდება ღვიძლიდან შაქრის გადმოსროლა და სისხლში შაქრის დონე მაღალი დარჩება. სისხლში შაქრის დონე ნორმაშია მხოლოდ საკმარისი ინსულინის არსებობისას.

ინსულინი

ინსულინი ცილოვანი ჰორმონია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი ( პანკრეასი ) გამოიმუშავებს. კუჭქვეშა ჯირკვალს 2 ფუნქცია აქვს: ეგზოკრინული და ენდოკრინული. ეგზოკრინული ფუნქცია გულისხმობს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს: ამილაზას, ტრიფსინს, ლიპაზას, რომელთა დახმარებითაც ხდება საკვებში არსებული ნახშირწყლების ცხიმებისა და ცილების გადამუშავება.

image

პანკრეასის ენდოკრინული ფუნქცია კი _ ჰორმონთა წარმოქმნაა. ერთი–ერთი მათგანია ინსულინი, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს აქვეითებს.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში მუდმივად არის ცოტაოდენი ინსულინი, რომელიც საკვების მიღებიდან მიღებამდე არეგულირებს გლუკოზის დონეს. ინსულინის დახმარებით უჯრედები გლუკოზას შთანთქავს და საჭირო ენერგიით მარაგდება. სისხლში შაქრის დონე კი იკლებს.

როცა საკმარისი ოდენობის ინსულინი არ წარმოიქმნება, საკვების მიღების შემდეგ, შაქრის დონე ნორმას აჭარბებს, მით უფრო, რაც მეტი ნახშირწყალი მოხვდება ორგანიზმში საკვებიდან. (ცომეული, პურ–ფუნთუშეული.)

ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სისხლში ინსულინის ნორმალური დონის შენარჩუნება . მისი უკმარისობა იწვევს მრავალ პათოლოგიურ მდგომარეობას, უმთავრესად, შაქრიანი დიაბეტი.

1
113
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
113
  
2019, 31 იანვარი, 0:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1