x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"არც ვიცი, რა ვთქვა... მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ პრო­ექ­ტი ჩემი არ არის"- "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ტური და მომღერლების ემოციები
image


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" პირ­ვე­ლი ლაივ-შოუ წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. პრო­ექ­ტი ორმა კონ­კურ­სან­ტმა და­ტო­ვა - მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა და ბესო ნემ­სა­ძემ. პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ზე არ­ცერ­თი ელო­და, თუ პრო­ექტს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა - მათ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვეს. ლაივ-კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი ხმე­ბის მი­ხედ­ვით ოთო ნემ­სა­ძე აღ­მოჩ­ნდა.

აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდა პრო­ექ­ტის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე - ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, თუმ­ცა მან ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბით ორი­ვეს აჯო­ბა და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" დარ­ჩა. შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 8 კონ­კურ­სან­ტი აგ­რძე­ლებს.

მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. მომ­ღე­რალს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სურ­და წას­ვლა, ის წლე­ბის წინ, 2010 წელს "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის" მო­ნა­წი­ლეც გახ­ლდათ:


"სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში თუ მოვ­ხვდე­ბო­დი და არც იმას, რომ კონ­კურსს დავ­ტო­ვებ­დი. არც ვიცი, რა ვთქვა... მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ პრო­ექ­ტი ჩემი არ არის. მა­ყუ­რე­ბე­ლი მიც­ნობს და იცის რე­ა­ლუ­რად ვინ ვარ. ვთვლი, რომ ეს იყო ჩემ­თვის ბოლო კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გა­ნაც მა­ნამ­დეც ასე მი­მაჩ­ნდა, რომ აქ არ­ცერთ კონ­კურ­სში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს "ევ­რო­ვი­ზია" იყო და ამი­ტომ მინ­დო­და აქ ყოფ­ნა. ახლა დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ პრო­ექ­ტი და კონ­კურ­სი ჩემი არ არის. არა­ვის არა­ფერს ვუმ­ტკი­ცებ, მარ­თლა არ ვიცი, მეტი რა ვთქვა...


image


ნინი ცნო­ბი­ლა­ძე:

- აუტ­სა­ი­დე­რო­ბას ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დით - ვინ არის აქ ისე­თი, რომ ამას არ ელო­დოს? მოკ­ლედ, მე მოვ­ხვდი, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პრო­ექ­ტში დავ­რჩი. ახლა იმა­ზე უკე­თე­სი უნდა შევ­თა­ვა­ზოთ მა­ყუ­რე­ბელს, ვინც გვი­რე­კავს, გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, რომ­ლებ­საც მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ზა­რის­თვის. თუმ­ცა, მათ კი­დევ უნდა ვთხო­ვოთ, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის პრო­ექ­ტი, ისე­თი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, რო­მელ­თა­გან ვერც ერთს გა­მო­არ­ჩევ.


გული მწყდე­ბა, რომ მა­რი­ა­მი და ბესო პრო­ექ­ტი­დან წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ეს არა­ვის აგ­ვცდე­ბა, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­დის მხო­ლოდ ერთი! ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ვო­რიტ კონ­კურ­სანტს, ყვე­ლა კარ­გია, ვერ­ცერ­თს გა­მო­ვარ­ჩევ. შე­იძ­ლე­ბა ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ერთი ჯდე­ბა, სხვა - სხვი­სა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ნი მაგ­რე­ბი არი­ან. აქამ­დე ყვე­ლას ვიც­ნობ­დი, აქ მე­ტად დავ­მე­გობ­რდით.


image


თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

"ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, მაგ­რამ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ იმის გამო, რომ მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა შოუ და­ტო­ვა. არ დავ­მა­ლავ, ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი იყო. ვფიქ­რობ, რომ ასე­ვე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბა ჰქონ­და, რაც კი ჰქო­ნია. მა­საც ვუ­თხა­რი და აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ცოტა მეტი სი­თა­მა­მე და ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სხვა მომ­ღერ­ლებს სცე­ნა­ზე უხ­ვად აქვთ. მა­რი­ა­მის კონ­კურსს მიღ­მა დარ­ჩე­ნა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ უფრო მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა ჩა­ერ­თოს, მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ურ­ე­კოს კონ­კურ­სან­ტებს.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნონ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ ეს თა­მა­ში არ არის, ნამ­დვი­ლი კონ­კურ­სია, სა­დაც სხვა არა­ფე­რია, გარ­და გა­მარ­ჯვე­ბი­სა"



image


ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, როცა ერთ კონ­კურ­სში ოჯა­ხის ორ წევ­რს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­თი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" აღ­მოჩ­ნდა. მას­ში მუ­სი­კო­სი ძმე­ბი - ოთო და ბესო ნემ­სა­ძე­ე­ბი ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, თუმ­ცა ბე­სოს პირ­ველ­სა­ვე ლა­ივ­ზე კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, რა­საც არც ის და მისი ძმა ოთო ელოდ­ნენ. ლა­ი­ვამ­დე აი, რას ამ­ბობ­და ოთო ნემ­სა­ძე:


- ოჯა­ხი­დან ორი­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, სახ­ლში არ იცი­ან, მხა­რი ვის და­უ­ჭი­რონ და სრუ­ლი სა­გი­ჟე­თია, ასე­თი­ვე ხდე­ბა ჩვენს სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო­შიც. მოკ­ლედ, დიდი გა­უ­გებ­რო­ბაა. მაგ­რამ ვიცი, რომ ბე­სოს­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე დიდი წარ­მა­ტე­ბაა, მუ­სი­კა­ლუ­რად ძა­ლი­ან უნდა გა­ზარ­დოს, იმე­დი მაქვს, რომ ფი­ნა­ლამ­დე ერ­თად მი­ვალთ. რო­გორც მე გა­მი­ხარ­დე­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გამ­გზავ­რე­ბა, ისე გა­მი­ხა­დე­ბა ბე­სო­სი, იმი­ტომ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ასე­თი­ვე მუ­სი­კო­სი.







- მას­ში კონ­კუ­რენტს ვერ ხე­დავ?

- ჩემი ძმა ჩემი კონ­კუ­რენ­ტი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა! ისე­ვე რო­გორც მე ვერ ვიქ­ნე­ბი მისი კონ­კუ­რენ­ტი, ასე­თი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის არ მჯე­რა. ბე­სოს მო­მა­ვალ­ში რო­გორც სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბელს, ისე ვხე­დავ. ძა­ლი­ან მა­გა­რი სიმ­ღე­რე­ბი აქვს. ვიცი მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კომ­პო­ზი­ტო­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი მისი სიმ­ღე­რა მეც მიმ­ღე­რია. მოკ­ლედ, ვხე­დავ ბე­სოს გი­ტა­რით ხელ­ში თა­ვის სიმ­ღე­რე­ბით.



- საქ­მე­ში ცო­ტა­თი ხელს ხომ არ შე­უშ­ლის მას შენი ძმო­ბა?

- არა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერ­ში მი­ვეხ­მა­რე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნემ­სა­ძე მო­ვი­და პრო­ექ­ტში. მაგ­რამ იმის თქმა, რომ ის ოთოს უნდა გავ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, ვთვლი, რომ ბესო ჩე­მით არ უნდა ფას­დე­ბო­დეს. მე არ ვარ მუ­სი­კის მეტ­რი, ჩე­მამ­დე ბევ­რნი იყ­ვნენ და ჩემს მე­რეც ბევ­რნი იქ­ნე­ბი­ან. მუ­სი­კა არის მუ­სი­კა, ყვე­ლას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბა და სტი­ლი აქვს. ზუს­ტად ვიცი, ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ბე­სოს შე­ა­ფა­სე­ბენ რო­გორც ბესო ნემ­სა­ძეს და არა რო­გორც ოთო ნემ­სა­ძის ძმას.



image


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0