x
image
პროფესორი
ფრაზები ტრიუმფალური თაღიდან
imageამ სტატიაში მინდა გადმოგცეთ ჩემთვის გამორჩეული ფრაზები ერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღიდან, შეიძლება ბევრი რამ გამომრჩეს რისთვისაც ბოდიში მომითხოვია.


>> რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის.მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ.



>>სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით.


>>ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც



>>დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.


>>ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე


>>იცხოვრო - ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის


>>მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.


>>სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად


>>თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.


>>იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა.


>>თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.


>>სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.


>>ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.




0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0