x
ერთხელ ანატოლია ნისლში
იმ სიტუაციაში რაც ახლა ხდება, ძალადობის ამსახველ კადრებს ვგულისხმობ რომელიც გავრცელდა, ძნელია საერთოდ კინოზე იფიქრო, თუმცა მე როგორც მოკვდავი რომელსაც ძალა არ შესწევს მუდამ ამ სიტუაციაზე იყოს კონცენტრურებული ამ ამაზრზენი აზრებისაგან ფაქტრობრივად კინოსეანსების დროს ვპოულობ ხსნას რომ ცოტახანი მაინც გამოვეთიშო ამ საშინელ რეალობას რაც დარბაზს გარეთაა, მაგრამ ფილმებიც ძალიან მძიმეა რომლებსაც ამ ორ დღეში ვუყურე.

ერთი ფილმი გუშინ “ერთხელ ანატოლიაში” რომელიც თურქი რეჟისორის გადაღებულია და სხვათაშორის ძალიან ვაფასებ თურქულ კინომატოგრაფიას. სინოფსისი ფილმს საკმაოდ ბუნდოვანი ჰქონდა: “პატარა ქალაქში ცხოვრება რაღაცით სტეპებში მოგზაურობას ჰგავს: ყოველი ბორცვის იქეთ რაღაც განსხვავებულს ელოდები, მაგრამ გარემო ყოველთვის ერთგვაროვანია და მონოტონური”. ამის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ შევედი დარბაზში და ფილმის დაწყებას დაველოდე. მიუხედავად იმისა რომ ზოგს უბრალოდ მობეზრდა ცოტა არ იყოს გაწელილი ფილმის ყურება მთელი ფილმის განმავლობაში მონუსხული ვიყავი: გარემოთი მსახიობების თამაშით, ძალიან კარგი ტიპაჟებით, დიალოგებზე ხომ არაფერს ვამბობ რადგან მთელი ფილმი ფაქტობრივად დიალოგებზე და ადამიანების ემოციების გამოხატვა იყო სახეზე.

სტორი ლაინი, ფილმის გმირების ქცევა ყველაფერი ძალიან იდეალურად მეჩვენა. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე ფილმია და სევდიანი, დარბაზიდან მაინც რაღაცნაირი დადებითი ემოციებით გამოვედი რადგან ასეთი სურათის ნახვის შემდეგ ადამიანების მიმართ რწმენა მიბრუნდება, აღარ მეზიზღებიან და ვფიქრობ რომ მათ აქვთ შანსი “გადარჩენის”.


მეორე ფილმი იყო “ნისლში”

ბელორუსი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას მიერ გადაღებული.

სიუჟეტი ისევე როგორც ნაჩვენები და უკვე ნანახი ფილმების მსგავსად ომის პერიოდზეა. საბჭოთა კავშირი, გერმანელებისგან ოკუპირებული რეგიონი, პარტიზანული ბრძოლები…

ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფილმის მთავარ გმირს ღალატი ბრალდება რადგან სხვა დანარჩენებთან ერთად საბოტაჟის მცდელობის გამო ჩამოხრჩობას გადაურჩა იმ მიზეზით, რომ არ გაყიდა თავისიანები და გერმანელმა ოფიცერმა გაათავისუფლა იმისთვის რომ სიკვდილზე უარესით გადაეხადა მისთვის თანამშრომლობაზე უარისთ თქმის გამო სამაგიერო. ერთ მომენტში გმირი ამბობს რომ არ შეეძლო ეს გაეკეთებინა რადგან ადამიანები არ იცვლებიან, ოდესღაც მას პატივს სცემდნენ და ყველას უყვარდა მაგრამ მას მერე რაც გერმანელებმა დაადანაშაულეს და შემდეგ გაუშვეს ყველამ შეიძულა, მისი ღალატი კი დაიჯერეს.. დასანანია რომ ისეთი ადამიანები წყვეტენ შენს დაჯერებას, რომლებიც მთელი ცხოვრება გიცნობენ, უყვარხარ, პატივს გცემენ, გენდობიან.

მაგრამ ასეთი ფილმების შემდეგ მრჩება მაინც იმედი რომ ადამიანი ყველგან და ყოველთვის შეძლებს ადამიანობის შენარჩუნებას თუ ეს მან მოინდომა, თუ მასში მორალი თვითგადარჩენაზე მაღლა დგას. თუ ინსტიქტებზე ძლიერი ადამიანური კეთილი ნებაა.

არ ვიცი ამ ფილმმა ვის რა დაუტოვა გულში მაგრამ მე დღევანდელი ყოფიერების მიუხედავად ოპტიმიზმით ამავსო. მჯერა რომ ჯერ არ გვაქვს ყველაფერი დაკარგული, მჯერა რომ გადაშენებამდე ბევრი გვიკლია და ადამიანური ბუნება მტერსაც გაუწვდის დახმარების ხელს, ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად გაჭირვება გვაერთიანებს.

მიხარია რომ აქ ვარ. თუნდაც ეს სიმხდალეში ჩამეთვალოს ბედნიერი ვარ, რომ ასე თუ ისე მომწყდარი ვარ რეალობას და თბილისს, და რომ ბათუმში საოცრად სწრაფად გადის დრო.

ფართი შოპი

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მახო მახრიკი
მახო მახრიკი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0