x
image
Teklamaisuraze
არიან თუ არა მართლა ძაღლები და ლეკვები ერთგული მეგობრები

შინაური ძაღლების უმრავლესობა, შესაბამისად, მათი ლეკვებიც, მოთვინიერებულ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნებიან _ ისინი კარგი მეგობრები არიან და მოსწონთ ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნა.

image


რით იკვებებიან ძაღლები? ახალდაბადებული ლეკვები დედის რძეს წოვენ. როდესაც წამოიზრდებიან, ჭამენ ხორცსა და მათთვის სპეციალურად განკუთვნილ საჭმელს., რომელიც ვიტამინებს შეიცავს და ხელს უწყობს ძლიერი, ჯანმრთელი ცხოვრების ზრდას. ძაღლებს მუდამ უხვად ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი .

image

უყვართ თუ არა დეკორატიული ჯიშის ძაღლებს თამაში?

პატარა ზომის ძაღლებს იმ ბავშვებთან თამაში უყვართ, რომლებიც მათ ფრთხილად დაატარებენ და კარგად ექცევიან. იორკშირული ტერიერი , ჩიხუახუა და მოპსი დეკორაციულ ჯიშებს მიეკუთვნებიან და ოჯახებში დიდი სიყვარულით სარგებლობენ.

image

(გაზომეთ, ზოგიერთი დეკორატიული ჯიშის სიმაღლე 20 სმ _ ია. დახედეთ სახაზავს და მიხვდებით რა პატარა შეიძლება იყოს ის.)

შეუძლიათ თუ არა ძაღლებს ადამიანის დახმარება

ძაღლები ადამიანებს დიდ სამსახურს უწევენ. არსებობენ უსინათლო, სმენადთქვეითებული ან ინვალიდი ადამიანების დასახმარებლად გაწვრთნილი მეგზური ძაღლები. ისინი პატრონს მოულოდნელი განსაცდელის შესახებ აფრთხილებენ.

image

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0