x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლიციის ძაღლი ისე კარგად ცნობს კონტრაბანდულ თამბაქოს,რომ კონტრაბანდისტებმა მისი მოკვლისთვის ჯილდო-25 000 ფუნტი სტერლინგი დააწესეს
imageკონტრაბანდისტებმა ძაღლი-სნიფერზე 25 000 ფუნტი სტერლინგი ჯილდო დააწესეს მისი მოკვლისთვის, რადგან ძაღლმა უკვე გამოავლინა რიგი დანაშაულები, იუწყება Daily mail-ი.


ეს არცაა გასაკვირი, სპრინგერ-სპანიელმა სახელად სკამპმა 5 წლის განმავლობაში აღმოაჩინა 6 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კონტრაბანდული სიგარეტი.



დამნაშავეებმა ძაღლის თავზე ჯილდო დააწესეს რიგი სასამართლო პროცესების შემდეგ, რომელიც გაიმართა ბირბინგემში, სასეკში, ნიუკასლში და სხვა ქალაქებში.


BWY Canine Ltd -სამსახურის უფროსის სტიუარტ ფილიპსის(Stuart Phillips) განცხადებით, სკამპი დიდ საფრთხეს წარმოადგენს დამნაშავეებისთვის, რომელთა მიზანია ქვეყანაში შემოიტანონ კონტრაბანდული სიგარეტი, შარშან დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ რეგიონში იძულებულები ვიყავით შეგვეწყვიტა თამბაქოს ამოღების ოპერაციები, რადგან ძაღლის თავზე ჯილდო დააწესეს.



"იყო მუქარები ჩემს მიმართაც, ჩამიმსხვრიეს საქარე მინები და დამიზიანეს საბურავები"-აღნიშნა ფილიპსმა.


ძაღლი დღეში საშუალოდ 5-6 მაღაზიას ჩხრეკს, თითო მაღაზიის დაახლოებით 25 წუთი ანდომებს, როგორც ფილიპსი აცხადებს, სკამპს ფულის ბანკნოტების პოვნაც შეუძლია, ერთხელ ძაღლმა იპოვა სამალავი, სადაც 60 000 ევრო ოყო დამალული.

image

დიდ ბრიტანეთში კონტრაბანდული სიგარეტი დიდ პრობლემას წარმოადგენს, ყალბ სიგარეტში ხშირად შეიცავს ისეთ მავნებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ასბესტი, თაგვის საწამლავი, ვირთაგვას ცურცლი, მკვდარი ბუზები და ადამიანის ექსკრემენტები.ყოველწლიურად დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი კონტრაბანდული იაფი სიგარეტით 2 მილიარს ფუნტ სტერლინგს ზარალობს.

image


0
56
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0