ფსიქოლოგია ,,როცა მეუბნებიან: ,,ჩემს შვილს 2 წლიდან ვასწავლი" - ვპასუხობ: ,,აი, სულელი!" 2019, 18 იანვარი, 13:05 ბოლო წლებია შეიმჩნევა ტენდენცია: ბავშვებისთვის კითხვის, წერის და უცხო ენების სწავლებას ლამის საფენებში იწყებენ. ბევრი მშობელი შვილს ორი წლიდან ასწავლის იმას, რისი სწავლაც თავად 5-6 წლის ასაკში დაიწყო. აყენებს თუ არა ეს ბავშვს ტრავმას? რამდენადაა გამართლებული სწავლისა და აღზრდის ასეთი მეთოდი? ![]() ![]() ![]() 2.მუსიკა თანამედროვე ნეირომეცნიერებების წყალობით ცნობილია, რომ მუსიკის ჩართვა ბავშვის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნეირონული ქსელის სტრუქტურასა და ხარისხზე. პროფესორი ამბობს:“როცა ბავშვი მუსიკას სწავლობს, ის სწავლობს ყურადღების გამახვილებას პატარა დეტალებზე, განასხვავებს ხმებს და მათ ხანგრძლივობას და სწორედ ამ დროს ფორმირდება ნეირონული ბადის წახნაგები." ![]() 3.მუდმივი განვითარება ტვინი ყოველთვის რაღაცას უნდა აკეთებდეს. მისი გაზარმაცება არ შეიძლება. შეიძლება ასეთი ანალოგია მოვიყვანოთ:თუ ნახევარი წელი დივანზე გაუნძრევლად იწვებით, ადგომა ძალიან გაგიჭირდებათ. ასეა ტვინიც, როცა მასზე კოგნიტური დატვირთვა არ ხდება, ის ეშვება. ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს:“ყველა ადამიანი როდია გენიალური ჩვენს პლანეტაზე. და თუ ბავშვს ცუდი გენები აქვს, აქ ვერაფერს გააწყობ. მაგრამ, მაშინაც კი, როცა გენები კარგია, სულერთია, ეს საკმარისი არაა. ბებიისგან შეიძლება დიდებული როიალი Steinway გერგოთ, მაგრამ მასზე დაკვრა რომ შეძლოთ, უნდა ისწავლოთ. ზუსტად ასე, ბავშვსაც შესაძლოა შესანიშნავი ტვინი ერგოს, მაგრამ თუ არ განვითარდება, ფორმირდება და გაიმართება, ის დაიღუპება." ![]() 4.გოგოები და ბიჭები გოგოებთან და ბიჭებთან მუშაობა და მათი სწავლა სხვადასხვაგვარად უნდა მოხდეს. ბიჭები უფრო აქტიურები და ენერგიულები არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ენერგიის ჩახშობა, საჭიროა მხოლოდ მშვიდ კალაპოტში მოაქციოთ. მაქსიმალური ეფექტისთვის, ჩართეთ აქტიურ ქმედებებში: მათ უყვართ რეალური ამოცანების და დავალებების შესრულება, შეჯიბრებებში მონაწილეობა. მეტი აქტიურობა და ნაკლები წერითი დავალებები. გოგოებს კი ჯგუფში მუშაობა უყვართ, მათ კონტაქტი სჭირდებათ. არ ღირს მათი დაცვა და მოფრთხილება შეცდომებისგან. დაე, უმჯობესია, დაუშვას შეცდომა, წაიქცეს და ისწავლოს ამასთან გამკლავება. გოგონებისთვის აუცილებელია გამუდმებული ემოციური ჩართულობა და ფერადი სამყარო გარშემო. ![]() 5.შესვენება არ შეიძლება ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ რაღაც დაავიწყდა, სხვა რამეზე გადაერთო ან ჩაეძინა. მატერიალების ათვისების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შესვენებები. ეს ტვინს იმის საშუალებას აძლევს, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს. თუ რაიმეს სწავლაა საჭირო ძალიან სწრაფად, ყველაზე უკეთესი, რაც შეიძლება ამ დროს გააკეთოთ, სწრაფად წაიკითხოთ მასალა და დაწვეთ დასაძინებლად. ტვინი ძირითად სამუშაოს ძილის დროს ასრულებს. ![]() 11376 შეფასება არ არის
|