x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის ქვის ქანდაკებების დანიშნულება გაარკვიეს
image
ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს აჰუსის კვარცხლბეკის მიზანი, რომელზეც განლაგებულია აღდგომის კუნძულის ცნობილი ქანდაკებები. ექსპერტების აზრით, ქვის ქანდაკებები მტკნარი წყლის წყაროების ადგილს მიუთითებდა. კუნძულის რუკის შექმნის დროს, სადაც მეცნიერებმა უძველესი სტრუქტურებისა და ბუნებრივი რესურსების ადგილმდებარეობა შეიტანეს, ანთროპოლოგებმა შენიშნეს, რომ ყველა წყაროები ქვის კედელთან ახლოს მდებარეობს.

აღდგომის კუნძულზე ( რაპანუი) - 300-ზე მეტი მეგალითური პლატფორმა (აჰუ) და დაახლოებით 1000 ქვის ქანდაკებაა (მოაია). პირველი მათგანი XIII საუკუნეში აშენდა რაპანუის პოლინეზიური ცივილიზაციის დროს. ბევრი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ ეს შენობები მათი წინაპრების ფიგურები იყო, ან რაპანუის საზოგადოების სხვადასხვა კლანების სიმბოლოები.

ამერიკელმა ანთროპოლოგებმა შეისწავლეს პლატფორმა აჰუს ადგილმდებარეობა, სადაც ქვის ქანდაკებები მდებარეობს. კვლევის დროს, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ წყლები განლაგებულია ყველა მეგალითური სტრუქტურის მახლობლად. კუნძულის სხვა ნაწილებში მტკნარი წყალი არ არსებობდა.

"ბევრი მკვლევარი, მათ შორის ჩვენც, დიდი ხანია ვვარაუდობთ, რომ აჰუ, მოაია და სხვადასხვა სახის ბუნებრივ რესურსებს შორის კავშირს, როგორიცაა, მაგალითად წყალი ან ნაყოფიერი მიწები. თუმცა, პირველად ჩვენ მოვახერხეთ რაოდენობრივი სივრცითი მოდელირება, რომელმაც ნათლად აჩვენა კავშირი აჰუსა და მტკნარ წყაროებს შორის. " - ამბობს ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ დინაპოლი.


ანთროპოლოგებმა შეისწავლეს 93 მეგაალითური პლატფორმის მდებარეობა, რომლებიც ძირითადად კუნძულის აღმოსავლეთში მდებარეობს და XVIII საუკუნეში ევროპელი მეზღვაურების ჩასვლამდე აშენდა.

"ყოველ ჯერზე, როცა აღმოვაჩინეთ მტკნარი წყლის სათავე, ჩვენ ვნახეთ გიგანტური ქანდაკებები ამ ადგილას. ეს იყო სასაცილო პროგნოზები. " - ამბობს

ერთერთი მკვლევარი.

ექსპერტების აზრით, რაპანუის უძველესი საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ასეთი ძვირფასი რესურსი დაენიშნათ სპეციალური ხელწერით. გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღდგომის კუნძულების უძველესი ტომები ერთმანეთთან არ ჩხუბობდნენ, რასაც ადრე ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცბდა.

აღდგომის კუნძულის რთული საცხოვრებელი პირობები ქმნის ამ პატარა მიწის ნაკვეთების მცხოვრებთა მიერ შექმნილ ნიმუშებს, სადაც ცხოვრობდნენ 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რაპანუის საზოგადოების წარმომადგენლები არა მარტო გადარჩეს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ იზოლირებულ ადგილას, არამედ, შექმნეს ათასი ქანდაკება (მოაია) და 300-ზე მეტი მეგალითური პლატფორმა (აჰუ)- აღნიშნავენ მკვლევარები.

ჯერ ანთროპოლოგებმა სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მოიკვლიეს მტკნარი წყლის ქანებისა და წყაროების ადგილმდებარეობის შესახებ. თუმცა, უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ ჩაატარონ აღდგომის კუნძულის სრული შესწავლა, რათა, საბოლოოდ შეამოწმონ თავიანთი თეორიის სისწორე.

0
372
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0