x
image
პროფესორი
Mediator image
კავკასია და იმპერიული ძალმომრეობა-ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი

image

"კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები".
"გათიშე და იბატონე"-ს პოლიტიკამ განსაკუთრებით ნაყოფი გამოიღო კავკასიაში ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ... სხვა და სხვა წარმოშობისა და სხვა და სხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი, ე.წ. "ეთნოკონფლიქტები" ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა-რუსეთის იმპერიამ".
"ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა".
"რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის-რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების გარიგების შედეგად, ასობით ათასეულ ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვა და სხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა."
"იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხები ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი, საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაების გადატანამ სწორედ, ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ ისინი არასოდეს შერიგებიან მტერს, ქედი არ მოუხრიათ მისთვის. ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ცნობილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც, ალექსანდრე ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენთა და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით. ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება, არამედ იქცევა იმ ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერი აღორძინების ნიშანსვეტი".
"1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად გაიზიარეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, აბაზებმა, ყარაჩაელ-ბალყარელებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიის ბედუკუღრმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა ისევ მოუხდათ გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე "ჰუმანური" საბჭოთა ხელისუფლების "წყალობით" 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის "ბრწყინვალე" დღეს, როცა ერთ დღე-ღამეში მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ბარბაროსულ აქტს".
"რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს "ქართველებთან" ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ".
"ცენტრი" თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. "ეთნოკონფლიქტებს", აფერხებს კავკასიელთა სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ".
"მოდერნიზირებული საბჭოთა იმპერიის მიზანია ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია... (მაგრამ) კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე, თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს".
3
166
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
166
  
30 იანვარი, 14:34
მართალია ბაგრატ მეოთხე კურაპალატად მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში,მაგრამ ისიც ცნობილია,რომ ის არ ეთანხმებოდა მამამისს და ბიზანტიასთან ომსს დაუფიქრებელ საქციელად ნათლავდა. უნდა ჩავიხედოთ ისტორიულ წყაროებში და ჩვენთვის საჭირო მასალას იქ ვიპოვით. თუ შეძლო დავითმა ე.ი. შეგვიძლია ჩვენც,რომ რეალიგიურმა განსხვავებამ არ შეგვიშალოს გაერთიანებაში ხელი. როგორც ცნობილია,ზვიადიც აპირებდა რაღაც რუის ურბნისის საეკლესიო კრების მსგავს მოქმედებებს და ადვილი მისახევედრია რატომ ან ვის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა ეს. ის ადამიანი კი დღეს საქართველოში ყველაზე დიდ ძალაფლებას ფლობს. ეს ქართველების სირცხვილია და ზვიადის დაუფასებლობა. ერთ დროს არსებობდა ოცნება,იდეა ერთიანი კავკასიური ოჯახის შექმნის და ამ ოცნებას ახლაც აქვს არსებობის უფლება. თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს,რომ ამ ოცნებას ახდენა მოუწიოს. ასეთი იყო ზვიადის ნება,ასეთი იყო მერაბ კოსტავას ნება და რაც ყველაზე მთავარია კავკასიელთა დიდი ნაწილის ნება. ღმერთმა ქნას,რომ ასეც მოხდეს და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ეს ჭირი რუსეთის სახით
30 იანვარი, 14:27
მარტო საქართველოც და სხვა კავკასიელი ერები განწირულნი არიან რუსეთთან ომში.მაგრამ თუ მოხერხდა გაერთიანება,მაშინ ჩვენ შეგეძლება ბრძოლა,რომელსაც გამარჯვებით დავაგვირგვინებთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამის მისაღწევად. მთავარი პრობლემა სომხეთიდან მოდის,სადაც ფესვები აქვს გადგმული რუსეთს,ამ ყველაფერს ამძიმებს აზერბაიჯანთან მათი კონფლიქტი. საქართველომ უნდა ითავოს ამ ორი სახელმწიფოს შერიგება,რადგან სასცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ორი სახელმწიფოს მონაწილეობა კოალიციაში. ამიტომ არის საჭირო ყველანაირი რელიგიის შემწყნარებლობა და გათანაბრება,რადგან ეს ვერ გამოიყენოს რუსეთმა. ეკლესიის დიდი ძალაუფლება უქმნის საფრთხეს ამ კოალიციის შექმნას. ამიტომაც იყო ეკლესია ზვიადის წინააღმდეგი და ამიტომაც დადგა მოწინააღმდეგის მხარეს. ერთ ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ: მეთერთმეტე საუკუნეში იყო ერთი მეფე,რომელიც გიორგი პირველით მოიხსენიება.როგორც ცნობილია,მას არ მოსწონდა ქართული ეკლესიის დამოკიდებულება ბიზანტიასთან. ამიტომაც თქვა უარი ბიზანტიურ ტიტულზე და არ მიიღო კურაპალატის წოდება. ეს ფაქტი გავლენას ახდენს შემდგომში დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილებებზე.
0 1 3