x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ნიკა გვარამიამ ''მხოლოდ ქართულში'' ვეტოს უფლება გამოიყენა - რას ნიშნავს ეს და რა უცნაური მოვლენა მოხდა ''მხოლოდ ქართულში'' ნახევარფინალამდე?

ნიკა გვარამიამ ''მხოლოდ ქართულში'' ვეტოს უფლება გამოიყენა


image


7 იანვარს ''მხოლოდ ქართულში'' ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი – 120 ქულა დაიმსახურა.


ქულათა დაჯამების შემდეგ ბოლო ადგილზე, აუთსაიდერებში გუგა მარგველაშვილი და პროექტის ერთადერთი გოგო მონაწილე, ნუცა თოფურია აღმოჩნდნენ.


მე-5 ადგილი მაყურებლისა და ჟიურის ჯამური ქულებით ნუცა თოფურიას ერგო და პროექტი სწორედ მას უნდა დაეტოვებინა. მაგრამ ''რუსთავი 2 ''-ის გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ შობის დღესასწაულზე პროექტს არც ერთი მონაწილე და მით უმეტეს, ერთადერთი გოგო მონაწილე არ დატოვებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ''რუსთავი 2-მა'' გამოიყენა ვეტოს უფლება.



გთავაზობთ ნიკა გვარამიას განცხადებას სრულად


მაშასადამე ''მხოლოდ ქართულის'' ნახევარფინალში კვლავ 5 მონაწილე იქნება:


1- გუგა მარგველაშვილი

2- ნუცა თოფურია

3 - გიორგი ნარმანია

4 - ნოდარიკო ხუციშვილი

5 - გიორგი კელაპტრიშვილი

0
659
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0