ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, უეინ რუნი აშშ-ში, ვაშინგტონის აეროპორტში ნასვამ მდგომარეობაში, საჯარო სივრცეში გინების გამო დააკავეს.
ფრენის დროს რუნიმ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და წამალი, რის შემდეგაც მოხდა მისი დეზორიენტაცია - განაცხადა მისმა წარმომადგენელმა.
ფეხბურთელმა მიიღო შესაბამისი ჯარიმა, ცოტახნის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ასევე მან აღიარა დანაშაული.