x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"ცვლილებების დროა"_ დაიწყეთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან.
image

ახალ წელს მოაქვს ახალი შესაძლებლობები. ეს არის ძალიან კარგი შანსი დავიწყოთ ახალი, განვახორციელოთ ჩვენი მიზნები. თუმცა ხშირად ვერიდებით რადიკალურ ცვლილებას, რადგან ეს თანხებთან და გამბედაობასთანა დაკავშირებული. თუმცა გეტყვით, რომ მცირე ცვლილებაც თქვენს გარდერობში ან თქვენს ინდივიდუალურ სტილში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

2019 ცვლილებების წელია ამიტომ თქვენც აუცილებლად უნდა მოძებნოთ დრო, თანხა ან გამბედაობა და შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე სახის ცვლილება: შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი, სამუშაო გრაფიკი. სოციალურ ქსელში აქტიურობის დრო. სალონში ვიზიტი აუცილებლად შეიტანეთ თქვენს სამომავლო გეგმებში, შეიცვალეთ თმის ვარცხნილობა ან უბრალოდ იზრუნეთ თქვენს თავზე, გაანებივრეთ თქვენი "მე" და დამერწმუნეთ ახალი წელი უფრო ნაყოფიერი, ბედნიერი და მხიარული იქნება.

გეთანხმებით, ცვლილების დაწყება მარტივი არ არის და დრო სჭირდება, თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში თამამად შეგვიძლია ავყვეთ მოდის ტენდენციებს, ვისწავლოთ სხვის მაგალითზე და გავუზიაროთ ერთმანეთს სასარგებლო რჩევები. ჟურნალი ELLE გვირჩევს გავიზიაროთ მოდის ბლოგერების არჩევანი, გავყვეთ მათ სტილს და მათი დახმარებით შევქმნათ ჩვენი ინდივიდუალური სტილი, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ახალ 2019 წლის ტენდენციებს.


1. Lesley From London

ლესლი გოგონა ლონდონიდან, რომელიც გვირჩევს ვატაროთ ხვეული თმა და დავანგრიოთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ბუნებრივად ხვეულთმიან გოგოებს უხდებათ ეს სტილი.

image

2. winnieharlow

ვინი ჰარლოუმ უკვე დაამტკიცა, რომ მისი სილამაზე მის სიძლიერეშია და ნებისმიერი ფიზიკური ნაკლის მიუხედავად შეიძლება საოცრად და მიმზიდველად გამოიყურებოდე. ის ირჩევს მოკლე თმის ვარცხნილობას თამამი "როკის" ელემენტებით. აუცილებლად ესტუმრეთ მის სოციალურ ქსელს, ის ძალიან საინტერესო ინსპირაცია შეიძლება გახდეს თქვენთვის.

image

3.alyssa coscarelli

ალისა გვირჩევს დავრჩეთ ბუნებრივ სტილზე და მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი სხვებს. უბრალოდ ჩაიხედეთ სარკეში და შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. სიმსუბუქე, ნატურალური ფერები და თმის ბუნებრივი სტილი არის მისი შთაგონების მთავარი წყარო.

image

4. darth_bador

დარზი არ ღალატობს წინა წლის მოდის ტენდენციებს და გვირჩევს გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ჩვენს სტილში მაქიმალურ სითამამეს და მხიარული ფერებს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა სასწორი რამდენ კილოს აჩვენებს, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვენიერები.

image



0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0