x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ვარსკვლავების ყველა დროის საუკეთესო რჩევები სილამაზის ირგვლივ (ნაწილი მესამე)
ევა მენდესი: პრიალა ნამზეურის ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალება (ე.წ. „ბრონზერი“) სრულყოფილი გზაა იმისთვის, რომ ცოცხლად გამოიყურებოდეთ. თუ მაკიაჟის წასმა არ გინდათ, მისი გარკვეული რაოდენობა დამატენიანებელში გაურიეთ. თქვენ იქნებით ლამაზები, მაგრამ არა ხელოვნურები.“

image

გვენ სტეფანი: „მიყვარს სხვადასხვა ჩრდილების ტონების წასმა, რაც ახალი ფერების შექმნაში მეხმარება. ჯერ ვიწყებ მქრქალი, მშრალი ტუჩსაცხით, შემდეგ, უფრო საცხისებურ, ნოტიო ტუჩსაცხს ვამატებ. გითხრათ ჩემი ხრიკი, როგორ არ მესვრება კბილები? უბრალოდ, ფრთხილად იყავით!

image


ანა ლინ მაკკორდი: „გამოიყენეთ თქვენი კანის ბუნებრივ ტონზე ორი ტონით ღია კორექტორი და წერტილებად დაიტანეთ თვალების ქვეშ. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს თვალებს და გაგაცოცხლებთ - ეს ხომ არაჩვეულებრივია მაშინ, როცა გადაქანცული ხართ, ან დიდხანს იმგზავრეთ.“ image

ქეთრინ მაკფი: „თვალების ქვეშ, ბაზის ზემოთ, პუდრი წაისვით. იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილი ან ფანქარი გადმოიღვრება, უფრო იოლად მოიცილებთ.“image

ჯესალინ გილსიგი: „სილამაზის ჩემეული ყველაზე მთავარი საიდუმლო მარტივია: უნდა შეარჩიოთ ფერთა სწორი პალიტრა. გახსოვდეთ: გაცილებით ნაკლები მაკიაჟი გჭირდებათ, ვიდრე გგონიათ!“ image

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0