სხვა ვარსკვლავების ყველა დროის საუკეთესო რჩევები სილამაზის ირგვლივ (ნაწილი მეორე) 2019, 6 იანვარი, 18:14 ჰოლი ბერი: „იმისათვის, რომ ტუჩებს ბუნებრივი ვარდისფერი დაჰკრავდეს, ჯერ წითელ ტუჩსაცხს ვისვამ, მერე ვიშორებ და ბოლოს ბაგეებზე პრიალა ტუჩსაცხს ვიტარებ“.
რეიჩელ ბილსონი: „მე ლოყებსა და ქუთუთოებს ნამზეურის ეფექტის მქონე პუდრით ვიფარავ, რაც ბუნებრივ ელვარებას მძენს.“
ჯესიკა ჩესტეინი: „ერთმა ჩემმა ქალმა მსახიობმა მეგობარმა შემდეგი მართლაც დიდებული ხრიკი გამიზიარა: იმისათვის, რომ ზედმეტი ღიმილი თავიდან ავიცილოთ, ენა კბილების უკან უნდა მოვაქციოთ. ასე თუ არ მოვიქცევით, ზოგჯერ შეიძლება ღრძილები ზედმეტად გამოგვიჩნდეს. ეს სამსახიობო ხრიკია.“
სარა ჯესიკა პარკერი: „მე მიყვარს, როცა კარადაში ვიჭყიტები და იქიდან სუნამოს სუნი იფრქვევა, ასე რომ, ჩემს სამოსს მუდმივად ვასხურებ სურნელს. როცა ფლაკონი თავდება და იქიდან აღარაფერი გადმოდის, თავსახურს ვხსნი და დარჩენილ სითხეს მაისურზე ან კაბაზე ვაპკურებ.“ აილა ფიშერი: „იმისათვის, რომ წამწამები უკეთ აიპრიხოს, თქვენს წამწამების დასახვევ მაშებს დახვევამდე თმის ფენი მიუშვირეთ“. 47 შეფასება არ არის
|