x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ვარსკვლავების ყველა დროის საუკეთესო რჩევები სილამაზის ირგვლივ (ნაწილი მეორე)
ჰოლი ბერი: „იმისათვის, რომ ტუჩებს ბუნებრივი ვარდისფერი დაჰკრავდეს, ჯერ წითელ ტუჩსაცხს ვისვამ, მერე ვიშორებ და ბოლოს ბაგეებზე პრიალა ტუჩსაცხს ვიტარებ“.image

რეიჩელ ბილსონი: „მე ლოყებსა და ქუთუთოებს ნამზეურის ეფექტის მქონე პუდრით ვიფარავ, რაც ბუნებრივ ელვარებას მძენს.“

image

ჯესიკა ჩესტეინი: „ერთმა ჩემმა ქალმა მსახიობმა მეგობარმა შემდეგი მართლაც დიდებული ხრიკი გამიზიარა: იმისათვის, რომ ზედმეტი ღიმილი თავიდან ავიცილოთ, ენა კბილების უკან უნდა მოვაქციოთ. ასე თუ არ მოვიქცევით, ზოგჯერ შეიძლება ღრძილები ზედმეტად გამოგვიჩნდეს. ეს სამსახიობო ხრიკია.“


image

სარა ჯესიკა პარკერი: „მე მიყვარს, როცა კარადაში ვიჭყიტები და იქიდან სუნამოს სუნი იფრქვევა, ასე რომ, ჩემს სამოსს მუდმივად ვასხურებ სურნელს. როცა ფლაკონი თავდება და იქიდან აღარაფერი გადმოდის, თავსახურს ვხსნი და დარჩენილ სითხეს მაისურზე ან კაბაზე ვაპკურებ.“

image

აილა ფიშერი: „იმისათვის, რომ წამწამები უკეთ აიპრიხოს, თქვენს წამწამების დასახვევ მაშებს დახვევამდე თმის ფენი მიუშვირეთ“.image

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0