x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87749
  • ვიდეო:338052
  • სურათი:449254
18 მარტივი იდეა, როგორ შევქმნათ ძველმანებიდან მოდური ნივთები

image

ყველა ჩვენგანში იმალება ნიჭიერი დიზაინერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას როდი დაჰყვა მარჯვე ხელები. ნუ ინაღვლებთ, თუ გარდერობში საკმაოდ დაგიგროვდათ ისეთი სამოსი, რომელსაც აღარ იცვამთ, აამუშავეთ ფანტაზია, გადახედეთ ამ მაგალითებს და მსგავსი რამის გაკეთება არც თქვენ გაგიჭირდებათ.


1. ზამთრის კაბა

imageნუ იჩქარებთ ძველი და ფორმადაკარგული სვიტერის გადაგდება, შეგიძლიათ კაბად გადააკეთოთ.


2.თმის სამაგრები

imageმცირეოდენი ფანტაზია და ასეთ თმის სამაგრებს ნებისმიერი გააკეთებს



3.მოდური ჭაღი

imageდაწნული კალათიდან ასეთი ჭაღის გაკეთება პატარა ბავშვსაც არ გაუჭირდება.



4.ასიმეტრიული ქვედაბოლო

imageასეთი ქვედაბოლო ალბათ ბევრ ქალს აქვს გარდერობში. სულ ორი წუთი და მისგან მოდურ სამოსს დაამზადებთ.



5.მოდური ქვედაბოლო

imageფოჩები, ფუნჯებიანი არშია და მოსაწყენი ქვედაბოლო უკვე ყველას ყურადღებას მიიქცევს.



6.ორიგინალური აქსესუარი

imageმასიური ღილები და ტყავის სამაგრები ერთფეროვან სამოსსაც კი შეუცვლიან იერს და მათ მეორე სიცოცხლეს აჩუქებენ.



7.პატარების მაისური

imageყველა დედისთვისაა ნაცნობი ისეთი ლაქები, რომელთა მოცილება ვერაფრით ხერხდება. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში აპლიკაციის დაკერებაა მაისურზე.



8.ყვავილები ჟაკეტზე

imageსაუკეთესო იდეაა მოსაწყენი და ძველი ჟაკეტის გასახალისებლად.



9.საახალწლო ნაძვის ხე

imageასეთ საყვარელ ნაძვის ხეს 5 წუთში დაამზადებთ ბოთლის სახეხისგან.



10.ქვედაბოლო

imageძველი მაისურისგან კი ასეთ ქვედაბოლოს დაამზადებთ.



11.მოდური ბომბერი

imageმამაკაცის ძველი პერანგიდან მოდური ქალის ბომბერი შეგიძლიათ შეკეროთ.



12.ბლუზა

imageიმისთვის, რომ ასეთი ბლუზა შეკეროთ, მთავარია გქონდეთ ძველი ბლუზა და მანქანით სწორი ნაკერის გავლება შეგეძლოთ.



13.მოსასხამი

imageძველი ქვედაბოლოდან შეგიძლიათ მოსასხამი გააკეთოთ.




14.ძველი ახალი ჩანთა

imageთუ ჩანთაზე ნაკაწრები გაჩნდა, ან დასკდა, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. დაფარეთ პრობლემური ადგილი ბეწვით.



15. განაახლეთ შარვალი

imageთუ ასეთი გაშვებულ ტოტებიანი შარვალი გაქვთ შემორჩენილი, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. მის მოდერნიზებას სულ ადვილად შეძლებთ.



16.კაბა

imageიმისთვის, რომ ერთფეროვანი და მოსაწყენი კაბა შეცვალოთ, მხოლოდ მაქმანები დაგჭირდებათ.



17.კაბა ქვედაბოლოსგან

imageგრძელი ქვედაბოლოსგან კი შესანიშნავი კაბა შეგიძლიათ შექმნათ. გაუკეთეთ სამხრეები და შეურჩიეთ ქამარი.



18.კროპ-ტოპი

imageჯინსის პერანგისგან შესანიშნავი ტოპის დამზადება შეგიძლიათ.



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0