x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138477
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512121
ის, თუ რომელ საათზე დაიბადეთ, თქვენს ბედზე ახდენს გავლენას - შეამოწმეთ!
ასტროლოგიაში დღეები დაყოფილია 12 სეგმენტად, თითო დღე კი 6 პერიოდად, რომელსაც საათები განსაზღვრავს. თუ ამ სეგმენტებსა და პერიოდს დავეყრდნობით, თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ბედსა და ხასიათზე ის უდიდეს გავლენას ახდენს.


თუ გახსოვთ დღის რა მონაკვეთში, ანუ რომელ საათზე დაიბადეთ, შეგეძლებათ წაიკითხოთ, თუ რითი დაგაჯილდოვათ სამყარომ.


image






პირველი პერიოდი: ( 00:00 - 04:00 სთ - ამ დროისათვის დაბადებული ადამიანი ცოდნისა და სიბრძნის წყაროა ).


image



00:00 - 02:00 სთ - ისინი ორგანიზატორები არიან, მათი ანალიტიკური უნარები დიდების სიმაღლეზეა. უცხო საზოგადოებაში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, მოსწონთ ურთიერთობები. მათი მფარველია მერკური.


02:00 - 04:00 სთ - მათ უყვართ მუშაობა, მყუდრო, სახლის გარემო, გამორჩეულად ჩაცმა, ხელოვნება და მუსიკა. ერთგულები არიან, მათთვის ლოიალურობა ცარიელი ფრაზა არაა. ფულს არ ფლანგავენ. მფარველობთ ვენერა.








მეორე პერიოდი: ( 04:00 - 08:00 სთ - ამ დროისთვის დაბადებული ადამიანები ძალიან დაჟინებულნი და ამბიციურნი არიან მიზნის მისაღწევად ).


image



04:00 - 06:00 სთ - ამ დროს დაბადებული ადამიანები შეიძლება იყვნენ ცოტა აგრესიულები, რადგან მათ მარსი მფარველობთ. საკმაო წარმატებას აღწევენ კარიერაში და მათთან ყოფნა ნამდვილად არ მოგწყინდებათ. მათ სჭირდებათ მხოლოდ ძლიერი და სურვილით სავსე პარტნიორი.


06:00 - 08:00 სთ - ამ დროს იბადება ღრმა ხასიათის, მდიდარი შიდა სამყაროს მქონე ადამიანი. მას ადვილად შეუძლია სხვისი გრძნობების გაგება. მფარველობს ნეპტუნი.







მესამე პერიოდი: ( 08:00 - 12:00 სთ - ამ დროს დაბადებული ხალხი, საკმაოდ ამბიციურია, ყველა შანსი ეძლევათ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, რაშიც ასევე მათი ამოუწურავი ოპტმიზმი და ენერგია ეხმარებათ ).


image



08:00 - 10:00 სთ - ხშირად ბევრი მეგობარი ჰყავთ, რადგან თავად არიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები. წრეში იკავებენ არაფორმალურ ლიდერის ადგილს, რადგან უყვართ სიმართლის დაცვა და არ ეგუებიან ტყუილს. მათი მფარველია ურანი.



10:00 - 12:00 სთ - უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში. აქვთ წარმატება კარიერაშიც. სიყვარულსა და პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ, რადგან დროის უმეტესი ნაწილს მხოლოდ კარიერაზე ფიქრობენ. მათი მფარველია სატურნი.







მეოთხე პერიოდი: ( 12:00 - 16:00 სთ - ეს ხალხი ძალიან საინტერესოა- დაიბადნენ, რათა გახდნენ მასწავლებლები, მათემატიკოსები, მწვრთნელები. ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება სკანდალებისა და დრამების გარეშე ).


image



12:00 - 14:00 სთ - შეიძლება ცუდი სტუდენტები იყვნენ, მაგრამ არიან კარგი მასწვალებლები. მათი მისიაა, გახდნენ პროფესორები ან მასწავლებლები. მათი ვნება და შემართება მოგზაურობს და ეძებს ახალ გამოცდილებას. მფარველი პლანეტა იუპიტერი.


14:00 - 16:00 სთ - მათ მოსწონთ სხვა ადამიანების დახმარება. აქვთ წარმოუდგენელი ქარიზმა, რითიც იზიდავენ სხვებს და ამიტომ ყველას სურს მათთან ურთიერთობა ან მეგობრობა. მმართველი პლანეტა პლუტონი.






მეხუთე პერიოდი: ( 16:00 - 20:00 სთ - ამ დროს დაბადებული ადამიანები, არიან ძალიან აქტიურები. ცდილობენ შეიცნონ ახალი და უცხო, იცხოვრონ სრული ცხოვრებით ).


image



16:00 - 18:00 სთ - ბუნებით რომანტიკულები არიან. ან საბოლოოდ იმარჯვებენ, ან თავიდანვე მარცხდებიან. სრულყოფილად ერგებიან ცოლ-ქმრულ ცხოვრებას. მფარველი პლანეტაა ვენერა.


18:00 - 20:00 სთ - სამუშაო მათ ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებს. ძალიან აშფოთებთ ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ გარკვეული ეტაპი დიეტობენ და ჭამენ მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტებს. ხშირად მათ შორის ვნახავთ ყველაზე განათლებულ ადამიანებს ან ექიმებს. მფარველი პლანეტაა მერკური.





მეექვსე პერიოდი: ( 20:00 - 00:00 სთ - ამ დროს, ფაქტობრივად ლიდერები იბადებიან, რომელთაც აქვთ ძლიერი ხასიათი. თავდაჯერებულობა მათი მთავარი უპირატესობაა და დარწმუნებულები არიან, რომ შეცდომებს არ უშვებენ ).


image


20:00 - 22:00 სთ - მათი მფარველია მზე. სცენა არის ადგილი, სადაც მათი ყველა ნიჭი გამოიკვეთება. ისინი სავსენი არიან ვნებითა და სიყვარულით. მათ დაბადებიდან იციან, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. გრძნობენ და იქცევიან ძალიან პრაქტიკულად, თითქმის ისე, როგორც ფილმის ვარსკვლავები.


22:00 - 00:00 სთ - მათ უყვრათ სხვებზე ზრუნვა. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოჯახი, სადაც უფროსად მხოლოდ საკუთარ თავს ხედავენ. ასევე ძალაუფლებით სარგებლობენ ადამიანებზე.




იხილეთ აგრეთვე:


რომელ რიცხვში დაიბადეთ? - იცოდით რას განსაზღვრავს ის?image





იცოდით, რომ თქვენი სხეულის ფიგურა დამოკიდებულია რიცხვზე, რომელშიც დაიბადეთ? წაიკითხეთ და დარწმუნდითimage







გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვითimage






იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე?image





გაიგეთ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე მთვარის მიხედვითimage






თქვენს ბედზე მოქმედებს სართული, რომელზეც ცხოვრობთ. შეამოწმეთimage

1
374
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
374
  
2019, 8 იანვარი, 14:16
ეს მეც მაქვს და მართლაც ემთხვევა
0 1 1