ანეკდოტები სახალისო საახალწლო ანეკდოტები 2019, 1 იანვარი, 7:41 -აბა მომიყევი როგორ გაატარე ახალი წელი? -არ ვიცი, მომიყვებიან და გეტყვი! განცხადება: ვეძებ ქალს ახალი წლის ღამეს ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად. ებრაელი თოვლის პაპა:"აბა, ბავშვებო, იყიდეთ საჩუქრები!" 31 დეკემბერს: ოპტიმისტი-ახალი წელი გასულ წელზე უფრო უკეთესი იქნება, პესიმისტი: ახალი წელი გასულ წელზე უარესი იქნება.რეალისტი: ისევ ღორივით უნდა გავძღე რა! მაღაზის გამყიდველი 1 იანვარს: -დილით არავინ შემოსულა. მერე კი შემოლაგდნენ და შემოლაგდნენ წერილიანი ბავშვები... პატარა ბიჭმა მიწერა სანტას: -სანტა, გამომიგზავნე რა ძამიკო! სანტამ ბიჭს მოწერა პასუხი: -ბიჭუნა, გამომიგზავნე მაშინ დედაშენი... სამი მეგობარი საუბრობს-პირველი:- შარშან ახალი წელი ჰავაის კუნძულებზე გავატარე, ზღვა, გოგოები, პლაჟი;მეორე:მე კიდევ ინდოეთში ვიყავი სპილოზე შემჯდარი, ინდური ცეკვები და ნაირნაირი ხილი, მაგარი იყო! მესამე:მე სამზარეულოში ვიყავი თქვენთან ერთად, თუმცა მე არ მომიწევია! -როგორ სახის ფსიქოლოგიური ძალადობას იცნობთ?-ხელი არ ახლო არაფერს ახალ წლის დადგომამდე!!! -თოვლის პაპა, იცით რა? ახალ წელს საჩუქრად მინდა დიდი წითელი სახანძრო მანქანა! -კარგი-უპასუხა თოვლის პაპამ და სახლს ცეცხლი წაუკიდა. ნამდვილი მარტოობაა, როდესაც ახალ წელს მხოლოდ პრეზიდენტი გილოცავს ტელევიზორიდან... ნუ ათასი ვარიანტია თუ სად შევხვდე ახალ წელს: სახლში ან სახლში, ან შესაძლებელია სახლში, ჰა ჰა ბოლო ვარიანტი-სახლში! ახალი წელი ზეიმია არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ უნიტაზისთვისაც, მთელი წლის განმავლობაში მარტო უკანალს ხედავს და ახალ წელს რამდენ ახალ სახეს დაინახავს! ყველაზე მოკლე დღე 1 იანვარია: იღვიძებ და უკვე ღამდება! სვანს ეკითხებიან: - რა გადაწყვიტეთ ახალ წელზე? - მოვიდეს! განცხადება: „ფიფქიას 90/60/90 ესაჭიროება თოვლის ბაბუა კარგი საჩუქრებით." - ქეთუშ, სად შეხვდი ახალ წელს? - როგორც ყოველთვის, საწოლში.. - ბევრი ხალხი გეწვინა? პირველ იანვარს კაცი ეკითხება პოლიციელს: – როგორ მივიდე სადგურამდე? – პირდაპირ იარეთ. – ეჰ, ესეიგი ვერ მივალ... წინასაახალწლო პერიოდია და კახელი მიხოს ბავშვმა შესჩივლა: -მამი საახალწლოდ ფეხსაცმელებ ხო მიყიდი? -გიყიდი მა რას ვიზავ შე შობელძაღლო ჩვენი "მასკვიჩივით" კუნძებზე ხომ არ დაგაყენებო. გილოცავთ შობა-ახალ წელს. მრავალს დაესწარით!
315 3-ს მოსწონს
|