x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოკლეს თუ თავი მოიკლა პრეზიდენტმა გამსახურდიამ? მე ორჯერ ვნახე ის სახლი სადაც ბოლო წუთები გაატარა ბატონმა ზვიადმა და ვამბობ: პრეზიდენტი მოკლულია

image 25 წელი გავიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან და საქმე ჯერაც არაა გახსნილი, რადგან მის მკვლელობაში მონაწილე და დამგეგმავი ხალხი ჯერ კიდევ თანამდებობებზეა.
მე შეცდომით არ დამიწერია სიტყვა მკვლელობა, რადგან ვთვლი, რომ პრეზიდენტი მოკლულია.
რა მაძლევს ამის საფუძველს-აუცილებლად გაუჩნდება მკითხველს კითხვა და მართალიც იქნება.
თუმცა მე მუდამ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას და აქ სავარაუდო შემსრულებლებზე არ ვისაუბრებ, არამედ ვისაუბრებ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც თვალნათლივ ჩანს და დამიდასტურა იმ სახლის ორჯერ მონახულებამ, სადაც უკანასკნელი ღამე გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა.
მაშ მივყვეთ მოვლენებს, სამეგრელოში შევარდნაძის ერთგული გვარდიის, მხედრიონისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ჯარების და მძიმე ტექნიკის შესვლის გამო პრეზიდენტი ბრძანებას აძლევს ეროვნული გვარდიის სარდლობას ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გაერიდონ ფრონტის ხაზს და ამით დასახლებული პუნქტები გადაურჩეს შევარდნაძის სამხედრო უწყების და ბალტინის ავიაციის მიერ დაბომბვებს, როგორც დაიბომბა სენაკი ქართული და რუსული მოიერიშე ავიაციით.
პრეზიდენტი პირად დაცვასთან და ერთგულ ხალხთან ერთად ტოვებს ზუგდიდს და თავს აფარებს პარტიზანული მოძრაობისათვის შექმნილ ბანაკს, რომელსაც ზუგდიდის კომენდანტი ბადრი ზარანდია ხელმძღვანელობს. მას შემდეგ რაც გამსახურდიას ერთგულ გარემოცვას უცხადებს ბადრი ზარანდია, რომ მას ქართულმა სპეცსამსახურებმა ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ პრეზიდენტის ლიკვიდაცია შესთავაზეს, მისი უარის მიუხედავად არ იცის ვის წასძლევს ხელი ღალატისაკენ, პრეზიდენტი ტოვებს ბანაკს.
აქედან ჩნდება კითხვები:
1. რატომ დატოვა ბანაკში გამსახურდიას დაცვის ორი წევრი 23 წლის ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე დაცვის სამსახურის უფროსმა რობინზონ მარგველანმა (8 წლის წინ აღნიშნულ ბანაკთან იპოვეს ორი გვამი, თუმცა დამწვრობის და ნესტიან მიწაში ყოფნის გამო ექსპერტიზამ ვერ შესძლო დაედგინა, ჭინჭარაულის და გოგაძის გვამები იყო თუ არა ნაპოვნი გვამები).
image

2. რატომ არ აიყვანა მარგველანმა პრეზიდენტი გამსახურდია ზემო სვანეთში დასამალად, იქ ხომ ბევრად ადვილი იქნებოდა მდევრისგან გარიდება და პრეზიდენტის დაცვა, თან პრეზიდენტს ბევრი მომხრე ჰყავდა ზემო სვანეთში და შევარდნაძეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კონტროლი დამყარებული მანდ.
3. ჯიხაშკარის ბატალიონის მეთაურის გუჯუჯი ებრალიძის მიერ მარგველანის გაფრთხილების მიუხედავად, რატომ წაიყვანეს პრეზიდენტი ჯიხაშკარში?
4. გუჯუჯი ებრალიძის დაკავების მიუხედავად, დროულად რატომ არ გაარიდა დაცვის უფროსმა სასწრაფოდ პრეზიდენტი სოფელს, საიდანაც ადგილობრივი ბატალიონის უფროსი აიყვანა სპეცსამსახურებმა.
5. რატომ არ გაუჩნდა ეჭვი მარგველანს, როცა მალევე იქნა ებრალიძე გამოშვებული.
6. რატომ არ მიიღო წალენჯიხის პრეფექტის შეთავაზება, წაეყვანათ პრეზიდენტი წალენჯიხაში და წალენჯიხის მაღალმთიან სოფელში, საკმაოდ მიუვალ ადგილზე, სანდო ოჯახში მიეყვანათ პრეზიდენტი.
7. რატომ მოხდა პრეზიდენტის გადაყვანა სოფელ ძველ ხიბულაში ღურწკაიების ოჯახში, სადაც ოჯახის დიასახლისი შევადნაძის აქტიური მხარდამჭერი იყო.
8. რატომ დატოვეს პრეზიდენტის ორი მცველი ჯიხაშკარში, პრეზიდენტის ძველ ხიბულაში გადამყვანი ძმების-ზაურ და ანატოლი ჩუხუების მოთხოვნით?
არ ჯობდა ერთი ძმა დარჩენილიყო და მის ნაცვლად მცველები წაეყვანა ზაურ ჩუხუას?
9. დაპირების მიუხედავად რატომ არ ჩაიყვანეს იმავე ღამეს და არც მომდევნო დღეს მცველები ხიბულაში?
აქედან იწყება მთავარი: გია გულუა ადის ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში 2 ერთეული მძიმე ტექნიკით და ორი "იკარუსის" ტიპის ავტობუსით, ნარაზენის ცენტრში კლავენ გამსახურდიას ერთგულ მებრძოლს, უიარაღო კაცს გვარად ბერიშვილს, მეორე გვარად თოდუა ასწრებს ჩაის პლანტაციებში გადახტომას და თავს შველის.
რაა აქ საყურადღებო! ნარაზენის ცენტრიდან იმ ადგილამდე სადაცაა გამსახურდია სულ რამდენიმე კილომეტრია. გულუა არ იყო უნიჭო კაცი ის მიჰყვებოდა პრეზიდენტის კვალს, ისევე როგორც ავთო იოსელიანის სამსახური და რუსული სპეცსამსახურების დანაყოფი, რომელიც მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.
ახლა უშუალოდ ღურწკაიების სახლში განვითარებულ მოვლენებზე!
როგორც უკვე ვთქვი პრეზიდენტის დაცვის ორი წევრი გოჩა კეკენაძე და ზაზა ბურჯანაძე ჯიხაშკარში დატოვეს.
სახლის მეორე სართულზე საწოლ ოთახში, სადაც აივანზე გასასვლელი კარი ურდულითაა დაკეტილი, ხოლო ფანჯრები დარაბებით, გვერდიგვერდ საწოლებზე წვანან პრეზიდენტი გამსახურდია და პრემიერი გუგუშვილი, მეორე ოთახში საწოლზე წამოწოლილი არიან დაცვის უფროსი მარგველანი და მცველი გვანცელაძე (როგორ მოგწონთ პრეზიდენტის მძინარე მცველები? მათ წესდება უკრძალავდა დაძინებას, საუბარი მაქვს ორივეს ერთდროულად დაძინებაზე, აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაწესებული მორიგეობა).
რობინზონ მარგველანს "ჩაესმა" ბოთლიდან საცობის ამოვარდნის ხმა (შემდგომ დაკითხვისას ცვლის ჩვენებას და ამბობს: ტაშტის დავარდნის ხმა ჩამესმაო).
პრემიერი დგება საწოლიდან შედის მარგველანთან და ეუბნება პრეზიდენტი ცუდადააო! როგორ მოგწონთ, გვერდში მწოლი კაცი სისხლში ცურავს და გუგუშვილი ამბობს პრეზიდენტი ცუდადააო.
რობინზონი და გვანცელაძე შედიან პრეზიდენტის საწოლ ოთახში და ხედავენ "ნახევრად წამომჯდარ" (მათი სიტყვებია) პრეზიდენტს, რომელსაც კალთაში უდევს სტეჩკინის პისტოლეტი (ეს როგორ მოგწონთ), ხოლო თავი სისხლით აქვს მოსვრილი.
მე ადრე დავწერე პრეზიდენტი მოკლულია მეთქი, რა მაძლევს ამის საფუძველს?
1. ვისაც ერთხელ მაინც გაუსვრია იარაღიდან დამეთანხმება, დახურულ ოთახში სტეჩკინის პისტოლეტიდან გასროლა გამოსცემდა არა "ბოთლიდან საცობის ამოვარდნის" ან "ტაშტის დავარდნის" ხმას, არამედ ქუხილის ხმას მიმსგავსებულ მჭახე ხმას გამოსცემდა.
2. ვისაც ხელში ჭერია თუნდაც ერთხელ სტეჩკინის პისტოლეტი დამეთანხმება, პისტოლეტი, თან სავსე მჭიდით (პრეზიდენტის სტეჩკინი, რომელიც გენერალ გია გულუას წაართვეს თავის დროზე და ბატონ ზვიადს აჩუქეს სავსე მჭიდით იყო პრეზიდენტის მკვლელობისას) იმდენად მძიმეა, თან გასროლისას არცერთ შემთხვევაში არ შერჩებოდა პრეზიდენტს ხელში.
3. ხელში, რომ არ შერჩებოდა პისტოლეტი ისეთივე აქსიომაა, როგორი აქსიომაცაა ის, რომ მიბრჯნით გასროლის მერე იმდენად ძლიერი იქნებოდა პისტოლეტის უკუცემის ძალა, პისტოლეტი ხელმარჯვნივ გადავარდებოდა და ასევე ხელმარჯვნივ გადაუვარდებოდა ბატონ ზვიადს ხელი, რასაც არცერთი თვითმხილველი არ ამბობს.
4. როგორც გითხარით ღურწკაიების სახლში ორჯერ ვიყავი, სანამ იქაურობა განადგურდებოდა. საწოლზე პრეზიდენტის "ნახევრად წამომჯდარ" მდგომარეობაში ყოფნა არ ემთხვევა საწოლის დაფაზე ნატყვიარის ტრაექტორიას.
მეტიც ვერცერთ შემთხვევაში, დაწოლილიც კი ვერ ისროდა იმ ტრაექტორიით ბატონი ზვიადი თავში სტეჩკინიდან.
შეუსაბამობები ოჯახის წევრების და დაცვის წევრების მონათხრობებიდან:
გუგუშვილი შედის მარგველანთან, შემოდიან უკანვე და მარგველანი "ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პრეზიდენტს პისტოლეტი ხელმეორედ, რომ არ გაესროლა!
imageimage image წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, მკვლელობიდან 10 წუთში გასისხლიანებულ, საწოლში მყოფი პრეზიდენტის მოწესრიგებაც "მოუსწრია" მარგველანს, გვანცელაძეს და გუგუშვილს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გასისხლიანებულ ბალიშს, რომელიც თურმე მარგველანმა სახლის უკან დაწვა, დღესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინახება ნივთმტკიცებად.
imageimage საინტერესოა რაში ჭირდებოდა ზაურ ჩუხუას მეგზური კარლო ღურწკაიას სახლამდე მისასვლელად, როცა ძმასთან ერთად მიიყვანა აღნიშნულ ოჯახში პრეზიდენტი და ლამის თვალდახუჭულს შეეძლო ღურწკაიას სახლში მისვლა?




8
308
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
2019, 1 იანვარი, 21:42
მართალი და სრულიად ლოგიკურია
2019, 1 იანვარი, 15:40
არ ენდობოდა შევარდნაძის ხუნტას დაქვემდებარებულ ექსპერტებს და მართალიც იყო.
თან ისეთ ექსპერტებს არავინ მიუშვებდა გვამთან ვინც რეალურ დასკვნას დადებდა თუნდაც პათოლოგანატომი ცხონებული თამარ დეკანოსიძე.
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა რომაა შენ არ გესწავლება ამიტომაც გადატეხეს ჯოხი ქალბატონ მანანაზე ამ გარეწრებმა.
2019, 1 იანვარი, 12:47
ისიც საინტერესოა მანანა რატომ არ ადებს ხელს პირდაპირ ამათ ან ცოტნე ან გიორგი
2019, 1 იანვარი, 12:46
შეფარულად ესაა აზრი მაგათი ნაამბობის
2019, 1 იანვარი, 12:46
ეს მკვლელობაში მონაწილეები ყველა არჩვაძეზე ილაშქრებს და იმის გაპრავება უნდათ ვითომ მანანა მართავდა ზვიადს
2019, 1 იანვარი, 12:45
საინტერესო ისაა ესენი რომ იძახიან ექსპერტიზის უფლება მანანა არჩვაძემ არ მისცა არავისო
2019, 1 იანვარი, 0:48
არა, უცხო მანდ ვერ შემოვიდოდა.
ადგილის დათვალიერებამ წარმოშვა ვარაუდები:
1. პრეზიდენტი მანდ უკვე მოკლული მიასვენეს.
2. მარგველანი, გვანძელაძე და გუგუშვილი გადაიბირეს სიცოცხლის დაცვის გარანტიით და სხვამ მოკლა ზვიადი.
"პრეზიდენტს ნატყვიართან ერთად და გვამურ ლაქებთან ერთად ფიზიკური დაზიანების კვალიც ეტყობოდა"-ასე განაცხადა აკადემიკოსმა ბოჭორიშვილმა.
2019, 1 იანვარი, 0:14
ყველა გარეული მგონია,გუგუშვილი პირველ რიგში,ალბათ მან ესროლა.რომ დაათვალიერე სხვა საშუალება იყო ვინმე შემოსულიყო ან სხვენიდან ესროლა ვინმეს?ნასროლი ზემოდან ქვემოთაა როგორც ვიცი ხომ?
0 1 8