x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ გავიქროთ მუცლის ცხიმი მარტივად- 5 ოქროს წესი

image

ახალი წლის დღეებში წონაში მატება ბევრი ადამიანის პრობლემას წარმოადგენს.
მუცელი კი ის ადგილია, სადაც ცხიმი ყველაზე ადვილად გროვდება და მისი მოშორება წარმოუდგენლად რთულად გვეჩვენება.
წარმოგიდგენთ იმ მარტივ მეთოდებს, რომელიც გადატვირთული დღეების შემდეგ ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ.

მიიღეთ სითხე წყლის სახით

მიიღეთ დღეში 2 ლიტრი წყალი, ლუდის, ყავისა და ტკბილი სასმელების ნაცვლად.
გამონაკლისი მწვანე ჩაია. უშაქრო ჩაი ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ.


ივარჯიშეთ მსუბუქად გაღვიძებისთანავე

ათწუთიანი კარდიო ვარჯიში საუზმემდე ცხიმის წვას 20 %-ით დააჩქარებს. ჟურნალ „Psychologist“ კვლევის თანახმად, ეს ეხმარება თქვენს სხეულს გააუმჯობესოს სიგნალები შაქრის მიღებასთან დაკავშირებით და მნიშველოვნად ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს.

უარი თქვით ტკბილეულით წახემსებაზე

შოკოლადის ნაცვლად პროტეინი მიიღეთ. ეს უფრო უკეთ დაგანაყრებთ და კუნთის მასის ზრდას შეუწყობს ხელს.


უბრალოდ იარეთ სუფთა ჰაერზე

ამერიკულის ჟურნალ „Clinical Nutrition“-ის აჩვენებს, რომ როცა არ ისვენებთ და სტრესულ სიტუაციაში იმყოფებით, თქვენი მეტაბოლიზმიც შენელებულია და უფრო მარტივადაა შესაძლებელი წონაში მატება.
საღამოობით სუფთა ჰაერზე სეირნობა ჩვევად აქციეთ.

წაიხემსეთ ძირითადი საკვების მიღებამდე

სანამ საჭმელად დაჯდებით, შეჭამეთ ერთი მთლიანი ვაშლი. მოიცადეთ ათი წუთი და შემდეგ შეუდექით ვახშმის მირთმევას.
ვაშლი დაგანაყრებთ ვახშმისას და შედარებით ცოტას მიირთმევთ.

0
317
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0