x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
არქეოლოგთა წარმოუდგენელი აღმოჩენა: ინკების ტომის გოგო, რომელიც 500 წელზე მეტი ყინულის საფარმა შეინახა
image



ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანჯელიკას კორტელისის ხელმძღვანელობით შეისწავლა მუმია, ე.წ. მაიდენის ნიმუში.

13-15 წლის გოგონას უნიკალური მუმია აღმოაჩინეს 1999 წელს ვულკან ლიულიალიაკოს ფერდობზე, რომელიც ზღვის დონიდან 6739 მეტრში, არგენტინისა და ჩილეს საზღვარზე მდებარეობს.

მოზარდი გოგონას სხეული, რომელიც დაახლოებით 500 წლის წინ, მსხვერპლად შეწირეს, ბოლო საუკუნეების მანძილზე ყინულის ზედა ნაწილში იმყოფებოდა, რამაც ხელი შეუწყო მის შესანიშნავად შენახვას. მის მახლობლად ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ბავშვების გაყინული გვამები: 5 წლის გოგონას და 5 წლის ბიჭის.


არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბავშვები მსხვერპლად შეეწირეს. ამას მოწმობს შემდეგი: ოქრო, ვერცხლი, ტანსაცმლი, თასები, ექსტრავაგანტული თავსამკაულები, რომელიც დამზადებულია ფრინველის თეთრი ბუმბულიდან.


image

თუმცა, ამ კოშმარული რიტუალის დეტალები მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაირკვა, მეცნიერებმა შეისწავლეს ბავშვთა ორგანოები და გაანალიზეს მათი ქსოვილების უჯრედები.

ტრადიციული დნმ-ის ანალიზის ნაცვლად, მეცნიერებმა შეისწავლეს ქსოვილებში ცილა და აღმოაჩინეს, რომ სავარაუდოდ, ჯანსაღ გოგონას ჰქონდა ტუბერკულოზის მსგავსი ბაქტერიული ფილტვის ინფექცია. პირველად ინფექცია აღმოჩენილია მუმიაში.

ხუთწლიანი ბიჭის სხეულის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ ხუთი წლის გოგონას ნაშთების გამოძიება. რადგან მის ორგანიზმში მოხვედრილა მეხი, რაც გავლენას მოახდენს კვლევის შედეგების სიზუსტეზე.


imageimage


ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბავშვები ინკებმა თავიანთი სილამაზის მიხედვით აარჩიეს (გარდა ამისა, ბავშვები უფრო სუფთა არსებად ითვლებოდნენ, ვიდრე მოზარდები). ინკები ხშირად ირჩევდნენ ბავშვებს მსხვერპლად.

ძირითადი ინფორმაცია მოიკვლიეს თმის საშუალებით. მეცნიერებმა ჩაატარეს ანალიზი და აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით ერთი წლით ადრე მსხვერპლს აძლევდნენ კოკაინის ფოთლებს და ალკოჰოლს. კოკაინის ფოთლები მუმიის პირშიც იყო შემოჩენილი.

გარდა ამისა, ბავშვებსს მსხვერპლშეწირვამდე საუკეთესო პროდუქტით კვებავდნენ: - სიმინდითა და გამშრალი ხორცით, თუმცა, მანამდე ისინი ჭამდნენ მხოლოდ კარტოფილს და ბოსტნეულს.

უახლოეს მომავალში, მეცნიერები აპირებენ, განიხილონ მუმიების თმა სტრესის ჰორმონზე, კორტიზოლის გამოვლენისათვის. ის გროვდება იმათ თმაზე, ვინც გადაიტანს საშინელებას.


image

0
559
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0