x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მათთვის, ვინც დაიღალა ცუდი ამბებით, სასიამოვნო და იმედით აღსავსე ამბები მთელი მსოფლიოდან
1)საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აიკრძალა სუპერმარკეტებიდან ზედმეტი საკვების გადაყრა - იგი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, თუ არა და, ჯარიმას გადაიხდიან.

image




2)შოტლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც დაბალშემოსავლიან ქალებს და სტუდენტ გოგონებს პირადი ჰიგიენის პროდუქტები უფასოდ ურიგდებათ.

image




3)სამხრეთ კორეამ მიიღო ახალი კანონი, რის მიხედვითაც აკრძალულია ძაღლის მოკვლა ხორცის წარმოების მიზნით.

image



4)ინდოეთის შტატ მადიაში 1, 5 მილიონმა მოხალისემ დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი - 12 საათში 66 მილიონი ხე დარგეს.

image



5)მკერდის კიბოთი გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა 39%-ით, 322 000 ქალის სიცოცხლე გადარჩენილია.


image



6)იტალიაში მიიღეს ახალი კანონი, რის მიხედვითაც უხმო ფოიერვერკებს გაისვრიან, იმიტომ, რომ შეამცირონ ცხოველების შფოთვა და სტრესი, (და ადამიანებისაც)..

image




7) საუდის არაბეთში ამიერიდან ქალებს შეუძლიათ აიღონ მართვის მოწმობა და პირველად ისტორიის მანძილზე, მიუსხდნენ საჭეს.

image



8) ჰოლანდიაში ციხე პატიმრების სიმცირის გამო გადაკეთდა ბინებად ლტოლვილებისთვის.


image



9) ნორვეგია მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც აიკრძალა ცხოველების მოშენება ტყავის და ბეწვეულის რეწვისთვის.

image



10)adidas-მა განაცხადა, რომ დაამზადა 1 მილიონი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის მასალადაც გამოიყენა პლასტიკატი, რომელიც მსოფლიო ოკეანეებიდან ამოიღეს parlay-თან თანამშრომლობით.

image



11) ანტარქტიდის ოკეანის თავზე ოზონის ხვრელი საგრძნობლად შემცირდა და პირველად გაუტოლდა 1988 წლის ნიშნულს.

image



12) მთელი მსოფლიო მასშტაბით შემცირდა მწეველთა რიცხვი, განსაკუთრებით ქალებში.

image



13)ikea-ს დამფუძნებელმა, ინგვარ კამპრადმა 23 მილიარდი დოლარი ჩადო ქველმოქმედებაში - შვედეთში ბიზნესის განვითარებისთვის.

image



14)კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 35 წლის მანძილზე დარგული ხეები უფრო მეტია, ვიდრე მოჭრილი ან გამხმარი.

image



15) ინდოეთი აპირებს წამოიწყოს ყველაზე მხსვილმასშტაბიანი კამპანია- შექმნას უფასო ჯანდაცვა 500 მილიონი ადამიანისთვის.

image



16) 2017 წლისთვის მზის ენერგია 30%-ით მეტჯერ იქნა გამოყენებული.

image



17) ლონდონში და ვენაში ამიერიდან პური აღარ იყრება, ნარჩენებს ლუდის წარმოებაში იყენებენ.

image



18)ბილ გეიტსმა შეწირა 12 მილიონი დოლარი უნივერსალური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

image


19)დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ნორვეგიამ და ინდოეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც 2040 წლისთვის მთლიანად აიკრძალება საწვავზე მომუშავე ავტომობილის გაყიდვა.

image



20) ბოლო 16 წელიწადში 1, 2 მილარდი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა ელექტროენერგია.

image

2
76
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
2018, 24 დეკემბერი, 20:31
სულ კაი ამბებია ნამდვილად
2018, 24 დეკემბერი, 12:22
ნამდვილად პოზიტიური სტატიაა
0 1 2