x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ადგილი საქართველოში, რომელთა არსებობის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ
image

ყაზ­ბე­გი, მეს­ტია, სიღ­ნა­ღი, ბა­თუ­მი – და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი­სათ­ვის უც­ნო­ბი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მათ აქვთ მა­ღა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუმ­ცა ბევ­რმა მათ შე­სა­ხებ არ იცის.



1.ტობავარჩხილი-სამოთხე დედამიწაზე


image



საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც წალენჯიხა ჰქვია, მდინარე ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.


2.სამსარის ქედი

ქედზე განლაგებული პლატო უზარმაზარი კრატერებით არის დაფარული, მცენარეულობა აქ არ იზრდება, არსადაა ტყეები. სამაგიეროდ, ბევრი ტბაა, რომლებიც გრუნტის წყლებით იკვებება. პლატოს ცენტრში სამსარის მთაა აღმართული. მისი სიმაღლე 3284 მეტრია. ის საქართველოს უდიდეს — ფარავნისა და ტაბაწყურის ტბებს შორისაა მოქცეული


image



3.ატენის ხეობა


image


ატენის ხევი- ხეობა შიდა ქართლში მდებარეობს, ციხე-სიმაგრე კი მდინარე ტანას მარჯვენა ნაპირზეა. კლდიან მაღალ მთაზეა აშენებული და ძალიან დანგრეულია. ნანგრევებში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა.

ბუნებრივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობა საინტერესოა იმითაც, რომ ხეობაში უხვადაა საუკეთესო ადგილები კემპინგისთვის.




4.ბალდის ჩანჩქერ


image


ეს მარტვილის კანიონთან მდებარე ჩანჩქერებია. იქ მისასვლელად ფეხით ბევრი უნდა იარო, მაგრამ ამად ღირს — ულამაზესი ბუნება და სუფთა ჰაერი დაუზარელი ტურისტისთვის ნამდვილი ჯილდოა.


5.ლევანის ტბა


image



ჯავახეთშია ლევანის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ეს ულამაზესი ტბა ვულკანური მთების შუაგულშია მოქცეული, გამჭვირვალე წყლით და ულამაზესი პეიზაჟებით.



6.მარნეულის არქეოლოგიური ველები


image


ძალიან საინტერესოა ქვემო ქართლი, რომელიც რატომღაც ტურისტულად ნაკლებპოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ყველაზე ახლოსაა. არქეოლოგიური ობიექტები, ყველაფერი ძველი თუკი რამეა, ქვემო ქართლშია თავმოყრილი.

დასტურდება, რომ პირველი ღვინის წიპწა იქ არის ნაპოვნი. თაფლის წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ, ეს არქეოლოგიური ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა. იქ არის გადათხრილი გორა, ხარუხლოს გორა


7.ფიტარეთის მონასტერი


image


ფიტარეთის მონასტერი მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს და ტყითაა გარშემორტყმული. ის უნიკალური ბარელიეფებითაა ცნობილი. ტაძარში ფრესკები ცუდადაა შემონახული. 1988 წლის მიწისძვრამ გუმბათი დააზიანა. დღეს ეს, ფაქტობრივად, მიტოვებული ადგილია, რომელიც საინტერესო იქნება ცნობისმოყვარე ტურისტებისა და ხელშეუხებელი ისტორიის მოყვარულთათვის.


8.აბუდელაურის ტბები


image


მყინვარის მოქმედების მიერ წარმოქმნილ ჩადაბლებაში მდებარეობს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ტბა: მწვანე, ლურჯი და თეთრი. სოფელ როშკიდან ტბებამდე საფეხმავლო მარშრუტი მიემართება. მარშრუტის პირველი ობიექტი მწვანე ტბაა. მას დიდი რაოდენობით ბალახებეულობის გამო აქვს მწვანე შეფერილობა. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3.8 მეტრია, მოცულობა 45500მ3.


.მწვანე ტბის ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარე ჩადაბლებაში გვხვდება “ლურჯი ტბა”. ამ ტბაში ზაფხულის პერიოდში ნაკადები არ შეედინება, შესაბამისად, წყალი სუფთა და ანკარაა, სწორედ ამიტომ ტბას მკვეთრად ლურჯი ფერი აქვს.


ლურჯი ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით, 1 კილომეტრში, მდებარეობს “თეთრი ტბა”, რომელიც წარმოიქმნა აბუდელაურის მყინვარის დაბოლოების ადგილას. ტბებიდან მიწისქვეშა გამოსავლებით გამოედინება ნაკადები, რომლებიც ქმნიან მდინარე აბუდელაურს.


9.არწივის ხეობა, დედოფლისწყარო


image


არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.).კანიონში, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს.




10.ყელიწადის ტბა


image


ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 3081 მეტრზე ყელის ტბის ზეგანზე. აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზა იმდენად რთულია, რომ ცხენითაც კი არავინ დადის ამ მარშრუტზე. სწორედ ამიტომ არის ყელიწადის ტბა ყველაზე ველური და ადამიანებისგან ხელშეუხებელი.

აგრეთვე, ტბა ზამთარსა და ზაფხულზე მუდმივად გაყინულია და თოვლითაა დაფარული. მისი ზედაპირი დნობას იწყებს ივნისში და აგვისტო-სექტემბერში მთლიანად გამოძვრება ხოლმე ყინულის ქერქიდან. ტბასთან ახლოს მდებარობს მწვერვალი შერხოტა (3701მ) და მწვერვალი ხორისარი (3736მ). ამ ტბიდან სათავეს იღებს მდინარე თეთრი არაგვი.


სტატიის ავტორები: ანი ბაზუაშვილი, მარიამ გაბარაშვილი, ლუკა ბერუაშვილი.





0
2067
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბაზუაშვილი
ანი ბაზუაშვილი
2067
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0