x
image
alex999
Mediator image
"ზონა 51" - რის დამტკიცებას ცდილობს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ბოიდ ბუშმანი?

"ზონა 51" იგივე "არეა 51'' - საიდუმლო სამხედრო ბაზაა, რომელიც არც ერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. ის წლების მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი არსებობა ოფიციალურად კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აღიარეს. ამერიკის ხელისუფლება „ზონა 51“ არსებობას თითქმის 69 წლის მანძილზე მალავდა. 2013 წლის აგვისტოს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ როგორც იქნა აღიარა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არსებობს… „ზონა-51“, რომელიც „ნევადას“ უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ბაზაა. მის შესახებ ლეგენდები ოდითგანვე დადიოდა. ის იმდენად გასაიდუმლოებული ობიექტი იყო, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ ანადგურებდა ყველა დოკუმენტს ამ პოლიგონზე, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებდა ხალხში, რომ ზონის ტერიტორიაზე „მფრინავი თეფში“ ინახებოდა, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 1947 წელს ჩამოაგდეს. ხმები დადიოდა იმაზეც, რომ „ზონა-51“-ში ექსპერიმენტებს ატარებდნენ უცხოპლანეტელებზე.


ზამბიის ქალაქ კიტვეში რამოდენიმე დღის წინ დაფიქსირდა შოკისმომგვრელი კადრი, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. რა იყო ეს? უცხოპლანეტელი?


image


ამ ფაქტის შემდეგ მეცნიერებმა განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ხოლო ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, ბოიდ ბუშმანმა გაიხსენა თავისი კვლევა, რომელიც 2014 წელს ჩაატარა. ბუშმანი დარწმუნებულია, რომ "ზონა 51"-ში უცხოპლანეტელები ინახება. მისი მტკიცებით, ის არის თვითმხილველი იმისა, რომ მეცნიერთა ჯგუფი კვლევებს ატარებს უცხოპლანეტელებზე ნაგუსლიხმევ ზონაში.


image



ბუშმანმა საჯაროდ გაავრცელა ვიდეო და ფოტო კადრები, სადაც ჩანს უცხოპლანეტელთა ორი სახეობა. მისიცე მტკიცებით, გრძელთითება არსებები პლანეტა "Quintumnia"- დან არიან ჩამოსულები. როგორც მეცნიერი ამტკიცებს, აქედან ერთი ჯგუფი ადამიანების მიმართ ძალიან თბილადაა განწყობილი, ხოლო მეორე ჯგუფი საკმაოდ აგრესიულია ჩვენ მიმართ!


image



ბუშმანი 40 წელია, რაც ამერიკულ სამეცნიერო კომპანიებში მუშაობს. მან ხელი მოაწერა ძალიან ბევრ აღმოჩენას და შეასრულა ძალიან ბევრი ექსპერიმენტი. ბუშმანის ამ აღიარებას აშშ-ს მთავრობისგან ჯერ პასუხი არ მიუღია. თუმცა ის ფიქრობს, რომ ადამიანები უკვე საკმაოდ ყოყმანობენ იმის შესახებ, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები.


"ადამიანთა რასას ვერ გადაუწყვეტია, დაიჯერონ თუ არა უცხოპლანეტელების არსებობა. მე კიდევ ერთხელ დავამტკიცე ეს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი არსებობენ. უბრალოდ, ჩვენ ეს სისულელე გვგონია, იქამდე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავთ... ამის საშუალება კიდევ მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ, მეც ამ ერთეულებში შევდივარ" - ციტირებს ბოიდ ბუშმანი.


imageimageimageimageimageimage














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


საკვები პროდუქტები, რომლებიც ღამით უნდა მიირთვათ!

როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში?

გამოცხადდა XXI -ე საუკუნის საუკეთესო 30 ისტორიული ჟანრის ფილმი!

22 გიჟური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც გაგაოგნებთ!

2019 წელს ვუახლოვდებით, მაგრამ ამ 7 მოვლენაზე, მეცნიერები დღემდე ვერ გვპასუხობენ!

მოღალატე ცოლები - "საცოდავი ჯარისკაცი, ლეგენდარული წერილი და იღბლიანი ქმარი"

კლეოპატრა VII - 5 სიმართლე ეგვიპტელი დედოფლის შესახებ!

0
941
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0