x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" საგანგაშო განცხადებას ავრცელებს !

image

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს და
მოსახლეობას აფრთხილებს, არც-ერთი ნარკოტიკული საშუალება არ მოიხმარონ.
"-სასწრაფოდ! დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ნალოქსონის დეფიციტია შექმნილი, რომელიც, ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან"- აღნიშნულია განცხადებაში.

1
165
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
165
  
2018, 8 დეკემბერი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1