x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურმე მოსკოვში კუბოს მეტროთი გადატანა ნებადართულია(ვიდეო)
imageმოსკოვის მეტროში ორმა ახალგაზრდამ მატარებლით კუბო გადაიტანა, რამაც მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.




თავიდან ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, რომ თითქოსდა მამაკაცები არ შეუშვეს მეტროში არაჩვეულებრივი ტვირთით და უკან გააბრუნეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორმა ახალგაზრდამ მაინც მოახერხა მეტროთი კუბოს გადატანა. ეს ამბავი 1 დეკემბერს მეტროსადგურ "Новокосино"-ში მოხდა.



მოგვიანებით მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა:


"შაბათს, 1 დეკემბერს ორმა მგზავრმა გადაიტანა არაგაბარიტული ტვირთი, რაზეც მათ დამატებითი გადასახადი გადაიხადეს, ტვირთი შეამოწმეს უსაფრთხოების თანამშრომლებმა, ბაგაჟი რულეტით გაზომეს, რადგან ეს საგანი არ შედის აკრძალულ ნივთთა სიაში, მეტროს თანამშრომლებმა ისინი გაატარეს"-ციტირებს ადმინისტრაციის განცხადებას Говорит Москва".



მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა მოსკოვის საქალაქო დუმის კულტურის და მასობრივი კომუნიკაციის თავმჯდომარე ევგენი გერასიმოვი:


"მეტროთი კუბოს გადატანა შეიძლება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ მგზავრების შოკირება არ მოახდინო, ტვირთი არაგამჭვირვალე მატერიალით უნდა იყოს შეფუთული."


გერასიმოვმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, ასეთი ნივთების გადატანა არაა აკრძალული და არც იმას გამორიცხავს, რომ მოხდარი ინციდენტი, შესაძლოა სოციალური ექსპერიმენტიც იყო.


"ახლა იმდენი ფლეშმობებია, არ ვიცი, იყო თუ არა ამის საჭიროება - კუბო მეტროთი გადაეტანათ, - იქნებ თავისებური ხუმრობაც იყო, საზოგადოების გამოწვევა, ჩემთვის ძალზე უცნაურია, რომ კუბო მეტროთი გადააქვთ."- დასძინა მან.


0
178
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0