x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
5 დეკემბერს დედამიწას მზის ქარის ნაკადში შესვლის გამო გეომაგნიტური ქარიშხალი ელოდება

image
პარასკევს, 30 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ მზეზე არც ერთი ლაქა არ ჩანდა, მოხდა კორონალური მასის ამოფრქვევა დედამიწის მიმართულებით.

ამოფრქვევა მზის სამხრეთ ნახევარსფეროში მოხდა ჩვენი პლანეტის მიმართულებით. კორონარული მასა დედამიწამდე მოაღწევს 5 დეკემბერს, დაარტყამს პლანეტის მაგნიტურ პოლუსებს და მოხდება გეომაგნიტური პოლარული შტორმი.

დედამიწა მზის ქარის ნაკადში შევა, რომელიც ატმოსფეროში მზის უზარმაზარი ხვრელიდან მოედინება. პირველი კონტაქტი ნაკადთან 1 დეკემბერს მოხდა, რამაც გამოიწვია შვედეთში ისეთ კაშკაშა პოლარული ნათება, რომ ეროვნული პარკის ავტომატური კამერების მახსოვრობა გადატვირთული აღმოჩნდა.

"ახლა არის მზის აქტივობის მინიმუმი, მაგრამ თქვენ თუ ნახავდით ცას 1 დეკემბერს აბისკაში, ეს იყო მეტად შთამბეჭდავი ხანძარი ლაპლანდიაში" -ამბობს "Chad Blackley" კომპანის თანამშრომელი.


არქტიკული წრის მიღმა, მომავალში კიდევ უფრო მეტი ნათებაა მოსალოდნელი. დედამიწა მზის ქარის ნაკადით სულ უფრო და უფრო დაიფარება.

ოკეანეების და ატმოსფერული კვლევის ნაციონალური განყოფილების ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს G1 კლასის სუსტი გეომგანტური ქარიშხლების 70% ალბათობა.


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0