x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ მოვუაროთ სახეს ზამთარში
image




- კანი ორგანიზმს გარეგანი ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო კი უამრავი უარყოფითი ფაქტორია - მტვერი, ულტრაიისფერი გამოსხივება... კანის მდგომარეობაზე აისახება არასწორი კვება და მძიმე დღის რეჟიმიც.


სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ზამთარში სჭირდება: ყინვა, ქარი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა მას თავის კვალს აჩნევს. გარდა ამისა, გამათბობელი აშრობს ოთახის ჰაერს, რაც ასევე ვნებს სახის კანს, ამიტომ ეცადეთ, ოთახი ორ-სამ საათში ერთხელ მაინც გაანიავოთ და გამათბობლის ახლოს არ დასხდეთ. თუ კანი გამოშრა, ის მალე დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.



- რა ვნებს სახის კანს ყველაზე მეტად?

- სახის კანს ბევრი რამ ვნებს, მაკიაჟიც კი. დღეს დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლები უამრავ ძვირად ღირებულ კრემს უშვებენ. მათი მთავარი დანიშნულება სახის კანის ხარვეზებისა და ლაქების დაფარვაა, მაგრამ მათი ხშირად გამოყენება მავნებელია. ლაქების დაფარვას ჯობს, კანს ვუმკურნალოთ.




მავნებელია ასევე ხელოვნური გარუჯვა - სოლარიუმი. შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი გარუჯვა საზიანოა. სხვა თუ არაფერი, ულტრაიისფერი სხივების ხშირი ზემოქმედება კანს აშრობს და აბერებს.



იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ გარუჯვაზეც. მართალია, არსებობს უამრავი დამცავი კრემი, რომლებიც გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ უნდა წაისვათ, მაგრამ, პირველ რიგში, ზომიერებაა საჭირო - მზის გულზე დაწესებულ დროზე მეტი ხანი არ უნდა გაატაროთ.



- შეიძლება, ზამთარში სახის კანის მოუვლელობამ ნაადრევი ნაოჭების გაჩენას შეუწყოს ხელი?

- რა თქმა უნდა. როდესაც სახე მშრალია, ადვილადაც ნაოჭდება, ყინვა და ქარი კი კანის გამოშრობას უწყობს ხელს. ამიტომ ქარიან ამინდში და, ზოგადად, სიცივეში დღის დამცავი კრემი იხმარეთ, შინ დაბრუნებისას კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი დაგეჭიმათ, ღამის მკვებავი კრემი წაისვით. გარდა გარეგანი ფაქტორებისა, ნაოჭების გაჩენა გენეტიკასა და ცხოვრების წესზეც არის დამოკიდებული.



- ესე იგი, როგორც უნდა გავუფრთხილდეთ კანს, თუ ნაადრევი დაბერება გენეტიკურად არის განპირობებული, ვერაფერს გავხდებით?

- გენეტიკასთან ვერაფერს გავაწყობთ, მაგრამ დაბერების პროცესის შეჩერება მხოლოდ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებებით კი არა, ცხოვრების წესითაც შეიძლება (კოსმეტიკურ საშუალებებში პლასტიკურ ოპერაციებს კი არა, ხარისხიან მკვებავ და დამატენიანებელ კრემებსა და ნიღბებს ვგულისხმობ), ამას კი, პირველ რიგში, სიმშვიდე და ჯანსაღი კვება განაპირობებს.



არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნაადრევი დაბერების ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტრესია. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთებს ჭიმავს და ელასტიკური ბოჭკოები სიმკვრივეს თანდათანობით კარგავს. გარდა ამისა, სტრესის ჰორმონი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის შემთხვევაში კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს.



თუ პროფესიისა და ოჯახური პირობების გამო დიდი ხნის განმავლობაში განიცდით სტრესს, განმტვირთავ ვარჯიშს მაინც უნდა მიმართოთ. სპორტთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება, კარგი ძილი. მართალია, ეს ყველაფერი უკვე გაჩენილ ნაოჭებს ვერ გააქრობს, მაგრამ ხელს შეუშლის ახლის წარმოქმნას.



- რა არის კანის დაბერების პირველი ნიშანი? <<< სრულად წაკითხვა


image


0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0