x
image
თათანიკა
მთვარის ცენტრში გავარვარებული მეტალის ბირთვი

imageდედამიწის მსგავსად მთვარის სიღრმეებშიც არის მყარი და თხევადი ფენები, ხოლო შუაგულში (ბირთვი) ყველაზე მხურვალეა, თუმცა მყარი, რაც ძალიან მაღალი წნევის შედეგია. მას გარს არტყამს თხევადი მანტია.
მეცნიერებმა კვლევის პროცესში გამოიყენეს როგორც ახალი გამოთვლითი სიმძლავრეები, ასევე სეისმონაცემების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე საგრძნობლად შეიცვალა.
მთვარეზე დამონტაჟებული სეისმოგადამცემები აფიქსირებენ იმაზე მცირე სეისმურ ტალღებს, ვიდრე დედამიწაზე შეინიშნება. ამავე დროს, მიწისძვრები მთვარეზე უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე.
მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ რომ ეს აღმოჩენა მათ საშუალებას მისცემთ, რომ უფრო ღრმად იქნას გამოკვლეული მთვარის ევოლუცია, რომელიც დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა დედამიწისა და მარსის ზომის ციური სხეულის შეჯახების შედეგად. ეს ცოდნა ხელს შეუწყობს, ასევე ჩვენი, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტის ევოლუციის პროგნოზირების პროცესს.

7
248
5-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
248
  
2012, 23 ოქტომბერი, 12:36
ესეც კარგიაა
2012, 13 ივლისი, 1:18
კიი გაწვიმდა (( არ ვიტყვი მასე აწიი (( :*
2012, 13 ივლისი, 1:13
აუ გაწვიმდა :D :D :)))))))) ნუ იტყვი მასე აწი :D :))) :*
2012, 13 ივლისი, 1:06
შენ ნუ ხარ იდიოტიიი :*
2012, 13 ივლისი, 0:51
იცის რა რა უნდა დაწეროს :)))))
2012, 12 ივლისი, 13:08
გაიხარე))
2012, 12 ივლისი, 10:35
მომწონს ასეთი სტატიები
0 1 7