უკვე ერთი დღეა ზამთარი მოვიდა და ტემპერატურაც უფრო და უფრო იკლებს. ცივ სეზონებზე მოდური სამოსის შერჩევა ყველაზე რთულია. თუმცა, წელს დიზაინერები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ და ტრენდულ სამოსთან ერთად კომფორტულ და მოსახერხებელ ვარიანტებს ქმნიან.
ფერი, ინდივიდუალურობა და მრავალფეროვნება. ამ სამ პრინციპს ეყრდნობიან წელს წამყვანი დიზაინერები . ხასხასა ფერები, დიდი ზომის პალტოები, ფერადი კოლჰოტები და კუბოკრული სამოსი, ყველაზე ხშირად ჭარბობდა მოდის კვირეულებზე.
შენიშნავდით შარშანდელ ტენდენციას- ტყავის ფოჩებიან დელატებსაც. მდიდრული ბრწყინვალე ლუქებიც მკვეთრად ჭარბობდა- კლასიკური ბეწვის სახით. გადავავლოთ თვალი ევროპული მოდის კვირეულების ქუჩის სტილს.