x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მომენტი საახალწლო ზეიმისთვის მზადებაში - საჩუქრების შერჩევაა ახლობლებისა თუ კოლეგებისთვის. კარგია, როცა წინასწარ ვიცით ადამიანს რა სურს საახალწლო საჩუქრად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვირჩევთ, რა ვაჩუქოთ და ეს ცოტა ხლაფორთს და საზრუნავს როდი გვიჩენს. ასტროლოგები კი გვირჩევენ, რომ საჩუქრის არჩევისას ადრესატის ზოდიაქოს ნიშანი გავითვალისწინოთ და მაშინ ნამდვილად არ წავაგებთ.imageშეიძლება ჰოროსკოპების არ გჯერათ, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანების დახასიათებაში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი. მაშ, ასე! რომელი ზოდიაქოს ნიშანს რა საჩუქარი გაახარებს:

1.ვერძი

ვერძები უშიშარნი და ექსპრესიულები არიან. მათ მოსწონთ კაშკაშა ფერები და თამამი გადაწყვეტილებები. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მათ ლიდერულ თვისებებს და ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. ეს შესაძლოა იყოს მოდური, გრავირებული ბლოკნოტი რომელიმე ცნობილი ბრენდისგან. საიუველირო კალამი ან ოქროს საყურეები. გამოდგება უჩვეულო და ორიგინალური ფასონის და ფერის კაბა ან ბლუზა.image

2.კურო


კურო მყარი ზოდიაქოს ნიშანია. მათ ძვირფასი და პრაქტიკული საჩუქრები ხიბლავთ. ნამდვილად არ წააგებთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეარჩევთ:საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უნივერსალური საგნები გარდერობისთის ან ბინის დეკორი.

image

3.ტყუპები

ტყუპებს სწრაფი და ნათელი გონება აქვთ, ამიტომ მათთვის იდეალური საჩუქარი იქნება:გაჯეტი, წიგნი ან სამაგიდო თამაში. არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს. შეგიძლიათ შეარჩიოთ ბლუზა მოდური ლეოპარდის პრინტით ან აბონემენტი ვარჯიშის ახალ სახეობაზე.

image

4.კიბო

კიბოს სახლის სიმყუდროვე უყვარს. ისინი მგრძნობიარენი, ესთეტები არიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახლის კომფორტსა და ჯანმრთელობას. საჩუქარი ლამაზი და გონივრული უნდა იყოს. შესანიშნავი არჩევანია აბრეშუმის თეთრეული ან ხალათი, პარფიუმერული სანთლები, ლარნაკი, დიზაინერული ავეჯი, შინაური ცხოველი ან სპა სალონში ვიზიტი.

image

5.ლომი

ქალი-ლომი ყოველთვის გამოირჩევა ბრბოდან, ზოგჯერ მყვირალა იერითაც კი. ამ ნიშნის წარმომადგენლები აღმერთებენ გარდერობის და ინტერიერის საგნებს უჩვეულო და თამამი დიზაინით. მთავარია, ეს მდიდრული და ძვირფასი იყოს. შეარჩიეთ ჩანთა, ფეხსაცმელი ან საიუველირო ნაწარმი. საჩუქარი უნდა ბრწყინავდეს და სასურველია ძნელად საშოვნელი იყოს. გამოდგება კოსმეტიკურ პროცედურებზე ვიზიტიც.

image

6.ქალწული

ქალწულები ძალიან პრაქტიკულები არიან, არ უყვართ ცვლილებები. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც პირდაპირ გამოგიცხადებთ, რა უნდა საჩუქრად ახალ წელს. თამამად შეგიძლიათ პრაქტიკული ნივთები აჩუქოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ჯინსი, ისე სუნამო ან სახის კრემი. ზოგადად, გამოდგება ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში სჭირდებათ.

image

7.სასწორი

სასწორები ძალიან ქალურები არიან. მოსწონთ ხელოვნება და სილამაზე. ამ ნიშნისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება დეკორატიული სანთლები, წიგნი, ლამაზი სურათი, სტატუეტი ან რაიმე ვარდისფერი. იდეალური ვარიანტია, თუ გამოფენის, კონცერტის, მოდების ჩვენების ან მასტერკლასის ბილეთს აჩუქებთ.image

8.მორიელი

ქალი-გამოცანა, რომელმაც თავადაც არ იცის, რას უნდა ელოდოს საკუთარი თავისგან. მათ ეზოთერიკა, მისტიკა იტაცებთ და უყვართ მუქი ფერები. შეარჩიეთ მკაცრი მეტალის სამკაული, წიგნი ასტროლოგიაზე და ინტერიერის ლაკონური ელემენტები, შავი ფერის. კარგი ვარიანტი იქნება იოგას ან რაიმე უჩვეულო ადგილის ბილეთი თუ აბონემენტი.

image

9.მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან აქტიურები არიან და თვითგანვითარება იტაცებთ. აჩუქეთ ის, რაც მათში ახალ ემოციებს აღძრავს, ან თვითმფრინავის ბილეთი, მოგზაურობა იქ, სადაც ჯერ არ ყოფილა. კარგი იდეაა რაიმე სასწავლო კურსის დაფინანსება.

image

10.თხის რქა

თხის რქებს პრაქტიკული ნივთები იტაცებთ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. როგორც წესი, ძალიან აფასებენ ფულს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ფული აჩუქოთ. საჩუქრად გამოდგება უჩვეულო ფორმის ყულაბა, საფულე ან ლიმიტირებული საბანკო მონეტა.

image

11.მერწყული

მერწყულებს ახალი ნაცნობობა და მეგობრების კამპანიაში ყოფნა უყვართ. ცოდნის მოყვარულები არიან, ამიტომ საჩუქრად გამოგადგებათ წიგნები, გაჯეტები და ტექნიკაც: ენციკლოპედია, უსადენო ყურსასმენი, ვირტუალური სათვალე და ა.შ.

image

12.თევზები

აჩუქეთ თევზებს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. მთავარია იმის მსგავსი იყოს, რასაც ზღვის ფსკერზე შეიძლება წავაწყდეთ. ქერცლიანი კაბა, ორიგინალური ბალიში, სამკაული თუ ლამაზი კოსმეტიკა - თევზებს ყველაფერი გაახარებთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ ეგზოტიკური ხილის კალათა ზღვის აქსესუარებით.

image

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ საჩუქრის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მან ხომ ადამიანი უნდა გაახაროს და არა უბრალოდ ვალი მოვიხადოთ. თუ არჩევანი მაინც გიძნელდებათ, ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ ჰკითხეთ მას, რა საჩუქარი უნდა. და ნუ დაგავიწყდებათ, ასტროლოგების რჩევებიც გაითვალისწინეთ.


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0