არქიტექტურა ქართული ნუმიზმატიკის სათავეები - კოლხური თეთრი 2018, 30 ნოემბერი, 14:54 საქართველოში ფულის წარმოება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში დაიწყო, და ამ თვალსაზრისით ქართული ნუმიზმატიკა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ძველი კოლხეთი მაღალცივილიზებული ადრეული სახელმწიფო იყო ამიერკავკასიაში. შავიზღვისპირა ბერძნული ქალაქები-კოლონიები ( პოლისები) როგორც ჩანს საკვანძო როლს თამაშობდნენ ამ რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ამიტომაც კოლხურმა ცივილიზაციამ მალევე მოიკრიბა ძალა და ფულის არსებობის აუცილებლობაც მალევე დადგა კოლხურ სახელმწიფოში. კოლხური თეთრი მეტად თვალსაჩინო ნუმიზმატიკური ძეგლია ამ პერიოდის. მიუხედავად იმისა, რომ კოლხური თეთრის დიზაინი და მაშინდელი ფულის სისტემა ელინური ( ბერძნული) ტიპის იყო, ეს მონეტები თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ნუმიზმატიკის ნაწილად. აი როგორ ადასტურებს ამას გამოჩენილი მეცნიერი, ქართული ნუმიზმატიკის ერთ-ერთი ფუძმდებელი დ.კაპანაძე: 1.საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ მონეტებს შორის კოლხურ თეთრებს მათი რაოდენობით მხოლოდ თამარისა და რუსუდანის მოენტები თუ ჭარბობენ. 2.კოლხური თეთრების უმეტესობა ნაპოვნია დასავლეთ საქართველოს შიდა, ზღვას საკმაოდ მოცილებულ რეგიონებში, რაც გამორიცხავს მათ პირდაპირ კავშირს ბერძნულ პოლისებთან და ასევე მეტყველებს განვითარებულ სავაჭრო ქსელზე თვით კოლხთა სახელმწიფოში 3. პრაქტიკულად არ არსებობს კოლხური თეთრების პოვნის შემთხვევები თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მონეტების მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ დანიშნულებას და პრაქტიკულად გამორიცხავს მათ მოჭრას ბერძნულ შავიზღვისპირა პოლისებში ( ასეთ შემთხვევაში მათი დიდი რაოდენობა აუცილებლად გაიზიდებოდა ქვეყნიდან საზღვაო გზებით და იპოვნიდნენ სხვა თანამედროვე ქვეყნების ტერიტორიებზეც) .4 კოლხური თეთრების განძები პრაქტიკულად არასდროს არ შეიცავენ სხვა ტიპის ბერძნულ მონეტებს. 5. კოლხურ თეთრებზე არსებული განოსახულებები დაკავშირებულია ადგილობრივ პანთეონთან, და სათუთად გადადიოდა უზუსტესად თაობიდან თაობაში რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე. 245 3-ს მოსწონს
|