x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ გააუქმა ტრამპმა პუტინთან შეხვედრა?

image


აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუქმებს შეხედრას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, სამიტზე G20, რომელიც არგენტინაში უნდა გამართულიყო.

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ქერჩის სრუტის ინციდენტის შესახებ მოხსენების გაცნობის შემდეგ გააკეთა.

ბოლო დროს მსოფლიო ლიდერებმა შეძლეს მოკლედ ესაუბრათ ნოემბრის დასაწყისში პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე.


ივლისის შუა რიცხვებში ჰელსინკში გაიმართა პუტინისა და ტრამპის პირველი სრულმასშტაბიანი შეხვედრა. საუბარი რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს შორის ერთიან ფორმატში დაიწყო, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდა დელეგაციების წევრების მონაწილეობით. სახელმწიფო მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისა და განვითარების გზები, ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

.
0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0