მოგზაურობა ჰოლანდიელი დურგალი ნოეს კიდობანით წმინდა მიწაზე მოგზაურობას აპირებს 2018, 29 ნოემბერი, 7:41
6 წლის წინ იოჰან ჰიუბერსმა ააშენა ნოეს კიდობნის სრულმასშტაბიანი ასლი. ჰოლანდიელ დურგალს სამი წელი და 1, 6 მილიონი $ დასჭირდა, რომ თავისი გრანდიოზული იდეა შეესრულებინა.
კიდობანი უკვე გახდა ქალაქ დორდრეხტის მთავარი ღირშესანიშნაობა, ახლა ჰიუბეგი ხომალდით წმინდა მიწაზე - ისრაელში გამგზავრებას აპირებს.
ბიბლიის თანახმად, ნოემ ღვთის ნებით ააშენა კიდობანი, იმისთვის რომ საკუთარი ჯალაბობა, აგრეთვე ყველა ცხოველი წყვილ-წყვილად, წარღვნისგან ეხსნა. ბიბლიაში წერია, რომ იგი დამზადებული იყო ურთხელის ხისგან. მისი ზომები იყო: 300 წყრთა (157 მეტრი) სიგრძეში, 50 წყრთა ( 26.2 მეტრი) სიგანეში, ხოლო 30 წყრთა (15.7 მეტრი) სიმაღლეში. ჰოლანდიელი დურგლის კიდობანის სიგრძე 125 მეტრია, სიგანე - 29მ, ხოლო სიმაღლე - 29მ. დორდრეხტის კიდობანი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. ჰიუბერსის ოცნებაა კიდობნით წმინდა მიწაზე მოგზაურობა, ხომალდს ძრავები არა აქვს, ამიტომ საჭიროა ბუქსირის დაქირავება, მთლიანად ამ ხარჯებისთვის კი, 1, 3 მილიონი $ საჭირო. " მიყვარს იმათი მიწა(ისრაელი), ის ქვეყანა და ხალხი ამბობს, იოჰანი - ისინი არავის ემორჩილებიან, აკეთებენ რაც უნდათ, მანქანებს გიჟებივით ატარებენ, რიგში ხელს იკვრევინებიან და არავის ეპუებიან, ისეთები არიან, როგორიც მე ვარ რა." კიდობნის ხუთ გემბანზე 5000 ადამიანი ეტევა, იოჰანმა ბიბლიის მსგავსად, ხომალდზე "ცხოველებიც დაასახლა", თუმცა მხოლოდ მაკეტები. იოჰანს კიდობანში გახსნილი აქვს მუზუმი, აქვეა საკონფერენციო დარბაზი, უახლოეს მომავალში გეგმავს შექმნას ინტერაქტიული ექსპონატები, მათ შორის ცხოველთა ჰოლოგრამები. იოჰან ჰიუბერს დაგეგმილი ჰქონდა ბუქსირით კიდობნის წაღება რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ თითქმის 2 მილიონი $-ს შოვნა ვერ შეძლო. თუმცა ამჯერად იმედი აქვს, რომ ნოეს კიდობნის ასლს წმინდა მიწაზე მიაცურებს. 423 5-ს მოსწონს
|