x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512095
„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს
image

ტვინი იტანჯება, როცა თქვენ ცუდად ისაუზმეთ (საერთოდ ვერ მოასწარით საუზმობა), როდესაც თქვენ მანქანაში მიირთმევთ და ამავდროულად, ტელეფონზე საუბრობთ; როცა ეწევით, სვამთ და მუდმივად სტრესულ სიტუაციაში იმყოფებით.


ჩვენ მუდმივად მას ვძაბავთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ვაძლევთ. „თქვენს ტვინს სუფთა, ჯანსაღი, უცხიმო საკვები სჭირდება. მაგრამ ტკბილ საკვებზე უარი არ თქვათ - საკუთარ თავს თუნდაც თაფლის მიღების უფლება მიეცით. ტვინს მოსწონს შოკოლადი, მას სჭირდება წყალი, მაგრამ ყველაზე მეტად გიჟდება სიცილზე“ - ამბობს ვლად სიურეა, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია, ნეიროქირურგად მუშაობს.


პროფესორი და გამოცდილი ექიმი უკვე 10 წლის განმავლობაში რუმინეთში სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის დირექტორია.



ნეიროქირურგმა ტვინზე თითქმის 23, 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა. მისი ყველაზე პატარა პაციენტი მხოლოდ ორი დღის იყო.


მან, როგორც არავინ, იცის, რომ ტვინი სწორედ ჩვენს გამო ავადდება. და ცოტამ თუ იცის, თუ როგორ დაიცვას და გააძლიეროს.


„თუ თქვენ მუდმივად ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანს უყურებთ და ასე ყოველდღე, არ ელოდოთ, რომ ტვინი მადლობას გეტყვით. ახლა ადამიანები მხოლოდ ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელის საშუალებებით ურთიერთობენ. ეს არასწორია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ჯგუფში და არა იზოლაციაში“ - აგრძელებს პროფესორი.


ტვინის ჯანმრთელობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამისთვის თქვენ ადრე დგებით, ელემენტარულ ვარჯიშებს ასრულებთ და ოთახის ტემპერატურის ორ ჭიქა წყალს სვამთ.

image

„დილით, რაც შეიძლება ადრე უნდა გაიღვიძოთ, ფანჯრები გააღოთ და ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვათ. და ორი ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. პირველი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას გაააქტიურებს. მეორე კი სასარგებლოა იმისთვის, რომ მთელი სხეული მოქმედებაში მოიყვანოს. მარტივად რომ ვთქვათ, ის გაღვიძებაში გვეხმარება“ - ამბობს ნეიროქირურგი.


ძილის დროს ტვინს არ სძინავს, ის აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ შინაგან ორგანოებს მხარი დაუჭიროს. მაგრამ ის კიდევ უფრო რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს.


თუ ადამიანი იძინებს მისთვის რთულ კითხვაზე ფიქრით და არ იცის, თუ როგორ გადაჭრას ეს საკითხი, მეორე დღეს მას პასუხი ექნება.


„მეორე დღეს თქვენ გამოსავალს იპოვით. ასე რომ, ტვინი ფიქრს, მსჯელობასა და მეხსიერებას შორის კავშირს ამყარებს, ხოლო დილით იდეას გთავაზობთ. სწორედ ამიტომ, უძილო ღამეები დაივიწყეთ“ - ამბობს პროფესორი.


ტვინს ცხიმი, თამბაქო და ალკოჰოლი არ უყვარს, მაგრამ შავ შოკოლადზე გიჟდება

image

სიგარეტი ისეთივე უარყოფით გავლენას ახდენს ტვინზე, როგორც გულზე.


თქვენი საუზმე წყნარი და მშვიდი უნდა იყოს. სიჩქარეში ან გზაში არ ისაუზმოთ.


„მშვიდ ატმოსფეროში უნდა ისაუზმოთ. ყოველი ნაჭრით სიამოვნება მიიღეთ. არანაირი შფოთვა, ხმაური, პრობლემები და „წახემსება. რაც უფრო მოდუნებული იქნებით, მით უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის. დილით თქვენ გჭირდებათ ენერგია და მიკროელემენტები, რომლებიც ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში თავისი ფუნქციის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - ხაზგასმით აღნიშნავს ვლად სიურეა.


ტვინს ცხიმი და ხორცი არ უყვარს


ნეიროქირურგი ასევე ამბობს, რომ თუ ხორცის ჭამას აპირებთ, მასზე ეკონომია არ გააკეთოთ - ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხორცი იყიდეთ.


„დიახ, ხორცს ტვინისთვის სარგებელი არ მოაქვს. მაგრამ მცირე რაოდენობით ხორცი ორგანიზმს ეხმარება. უმჯობესია თუ მხოლოდ დაბალკალორიულ ხორცს მიირთმევთ. ინდაურის ხორცი და თევზი - ყველაზე სასარგებლოა, რაც შეიძლება მიირთვათ.


ტვინს არ უყვარს ცხიმები, არ უყვარს მარილი. წელიწადში ერთ-ორჯერ დღესასწაულზე შესაძლებელია. მაგრამ ასეთმა კერძმა არ გაგიტაცოთ“ - ამბობს ექიმი.


რაც შეეხება ტკბილეულს? ყველა ტკბილეული სასარგებლო არაა, განსაკუთრებით თუ მასში შაქარი შედის

image

„მუქი ნატურალური შოკოლადი, ცხელი ნატურალური კაკაო, თაფლი - ეს ისაა, რაც ჩვენს ტვინს ყველაზე მეტად სჭირდება“ - გვიხსნის ნეიროქირურგი.


სადილი დაბალანსებული უნდა იყოს. თქვენ კუჭი არ უნდა დაივიწყოთ - ზომიერება იცოდეთ. უფრო მეტიც, უპირატესობა ჩვეულებრივ წყალს მიანიჭეთ და არა წვენებს.


ტვინს ორი მაქსიმალურად აქტიური წერტილი აქვს: 10:00 – 12:00 და 16:00 – 18:00 საათებს შორის. თუ ის დაღლილია, მას შეგიძლიათ ცოტა ყავა მიაწოდოთ (მაგრამ ნელ-ნელა დალიეთ)“.


ტვინის საუკეთესო მეგობარი - ღიმილია!


ექიმი ამბობს, რომ ტვინის საუკეთესო მეგობარია - ჩვეულებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ღიმილი. სწორედ ამიტომ, მწუხარებისგან დროულად თავის დაღწევა, მონოტონურობისგან გაქცევა და წვრილმანებით გახარება უნდა შეგეძლოთ.


მეხსიერება მუდმივად უნდა ავარჯიშოთ

image

გულმავიწყობა არა მხოლოდ ხანში შესულ ასაკში, არამედ საკმაოდ ახალგაზრდობაში შეიძლება შემოგეჩვიოთ. ალცჰეიმერის დაავადების თავიდან ასაცილებლად, მეხსიერება მუდმივად უნდა ავარჯიშოთ.


„ავარჯიშეთ ტვინი, კომუნიკაცია დაამყარეთ, იყავით გულახდილი - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ისეირნეთ, იმოგზაურეთ, ახალი შეისწავლეთ, ფილმებს და სერიალებს უყურეთ, რომლებიც არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ რაღაც ახალს გასწავლით, თავსატეხები და გამოცანები ამოხსენით.


მოძრაობა ტვინისთვის ასევე მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვმოძრაობთ, ჩვენ ვარსებობთ. სამი მნიშვნელოვანი რამ: ლაპარაკი, წერილი, მოძრაობა. ბევრმა დაივიწყა, თუ რა არის მუსიკა და როგორ ისიამოვნოთ მისით და რაც კიდევ უფრო უარესია, მათ ცეკვის სურვილი აღარ აქვთ. როგორც დამტკიცებულია, ცეკვა ალცჰეიმერის დაავადების ნაადრევ განვითარებს ხელს უშლის.


კარგი ღამის ძილი მინიმუმ ექვსი საათი უნდა გაგრძელდეს. ის ტვინს ნაგვისგან ასუფთავებს. დაწექით 22:00 საათზე, ტელევიზორი და კომპიუტერი დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე გამორთეთ. ამის ნაცვლად წიგნი წაიკითხეთ. ის კარგი დასვენებისთვის განწყობას შეგიქმნით“.


თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ცხოვრებაში წარმოუდგენელ ცვლილებებს შეიგრძნობთ!


0
46703
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
46703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0