x
image
დოზა26
"თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები: არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე..." - ირმა ინაშვილი

image
გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედეა მარგოშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს მიმართავს, რომლის ორგანიზებითაც თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია "არა სააკაშვილს" იმართება.

"ირმა ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იმყოფებოდი, ვითომ ჩემს ტკივილს იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას. შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, ჩემს გვერდით იქნებოდი"- განაცხადა მედეა მარგოშვილმა.

ამ ფაქტს სწრაფად გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით:

" თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები:ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მივმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადებისდღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ იმას თქვენგან, რასაც წერთ.

მორიგჯერ გამოვთქვავ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ:მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება! image


0
610
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დოზა26
დოზა26
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0