x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ამერიკა შეშფოთებულია: რუსეთი კუბაში ახალ სამხედრო ბაზას გახსნის?
image
კუნძულზე დაბრუნება პასუხია ამერიკის მუქარისა 1987 წლის 8 დეკემბერს აშს-ს და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას.

ჯეიმსტაუნსკის ფონდის კვლევის ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს კუბაში დაბრუნებას და იქ ახალი სამხედრო ბაზების გახსნას.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ასეთი ქმედება საპასუხოდ მოჰყვა შეერთებული შტატების მუქარას, რომ გავა 1987 წელს დადებული ერთობლივი ხელშეკრულებიდან. გარდა ამისა, კრემლს სურს სამხედრო გავლენის გაფართოება და ასევე, უნდა ვაშინგტონი მუდამ თავის სამიზნეში ჰყავდეს.- იუწყება Daily Star.

დასავლელი პოლიტიკოსები, პუბლიკაციის მიხედვით, ძალიან შეშფოთებელი არიან ამ ამბებით. მათი თქმით, მოსკოვში კუბის პრეზიდენტის მიგელ დიასა-კანელის ბერმუდესას ვიზიტის დროს, მან მოახერხა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ვლადიმერ პუტინთან. შესაძლებელია, რომ რუსეთმა ლურდესში რადიო-ელექტრონული ცენტრი გახსნას და დამატებითი ბაზებიც ჩამოაყალიბოს.


კრემლის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა დაარღვევს 1987 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებას და გააძლიერებს თავის ბირთვულ პოტენციალს მანამდე, სანამ დანარჩენები ჭკუაზე არ მოვლენ.





0
128
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0