x
ვაი თუ ვუი?
image

არჩევნების მეორე ტური ახლოვდება და ქვეყანაში ატმოსფერო უფრო და უფრო იძაბება. მოსახლეობის ნაწილი დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს, პრობლემა კი საკმაოდ დიდია.


არც ერთი მხარე არ ვარგა. არჩევანი, რომელიც ქართველმ ა ხალხმა რამოდენიმე დრეში უნ და გააკეთოს არა იმაში თუ ვინ უკეთესია, არამედ იმაში, თუ ვინ უფრო ნაკლებად ცუდია. რომელ მხარესაც არ უნდა უჭერდეს ადამიანი მხარს, ძალიან ძნელია მისთვის, რომ დაივიწყოს და დახუჭოს თვალი იმ ყვეალფერზე, რაც მისმა რჩეულმა პარტიამ დააშავა. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ყველა ვინც რადიკალურად უჭერს მხარს ან ერთ მხარეს ან მეორეს (ყველა ის ვინც ამაში ფულს არ იღებს) ყოველთვის მეორე მხარის უარყოფითს წარმოაჩენს იმის მაგივრად რომ საკუთარ კარგზე ისაუბროს.


ან როგორ ისაუბრებს როდესაც სხვანაირად არ შეუძლიათ. სხვაზე გადაბრალება, დაბრალება ან უარყოფითის წარმოჩენა ე.წ. შავი პიარის აღზევება, ყველაზე მარტივი გზაა. ბოლოს დღეებში კარგად ვნახეთ ორივე მხარის საბოლოო დაცემა. ისეთ ხერხებს მიმართავენ, რომ პირადად მრცხვენია ხოლმე. ყოვლად სამარცხვინო და არასერიოზული განცხადებები. დაპირებები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, რომ არასოდეს ახდება, არა თუ ახდება, შეუძლებელიც კი რომაა



პირველ ტურში რამოდენიმე არჩევანი გვქონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა" და “ქართული ოცნება"... “ნაცები" და “ქოცები". არანაირად არაა გასაკვირი რომ ხალხი გაღიზიანებულია. ჩვენ ახლა მესამე ძალა გვჭირდებოდა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ვადაგასული, ძველი პოლიტიკოსებიტაა სავსე და ისინი ახალ სახეებს არ აძლევენ საშუალებას რომ ფეხი მოიკიდონ.


ამომრჩევლის დიდი ნაწილი საერთოდ თვლის რომ აზრი არ აქვს ხმის მიცემას რადგან შედეგი ერთი იქნება, მაგრამ ძალიან ცდებიან. შემდეგი არჩევნები სიმბოლური ხასიათისაა, რადგან ის ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის . პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდა და ის ქვეყანას ვერ შეცვლის. ცვლილებით მართლაც არაფერი შეიცვლება ესე პირდაპირ, მაგრამ ეს იქნება საკუთარი აზრის მტკიცე დაფიქრსირება, რადგანაც ზუსტად ორი რადიკალურად გასნხვავებულიძალა ებრძვის ერთმანეთს. ერთნაირად არასასურველი.


მათ ეს კარგად იციან, იციან რომ ეს მთლიანად სიმბოლურია და ამით ხალხი წყვეტს ვინ ურჩევნია და ორ წელიწადში რა ატმოსფერო იქნება საპარლამენტო არჩევნბზე.


ამიტომაცაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი. პოზიციის გამსოახატავად და იმის სათქმელად თუ რა და ვინ გვინდა. ყველა არჩევნბი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს განსაკუთრებით,


მე ამ სტატიით არ მინდა იმის თქმა თუ ვინ უნდა აირჩიოთ, მაგრამ მინდა რომ არჩევანი გააკეთოთ, ყველამ რომ არჩენების მეორე დღე სინანულით არ გათენდეს. მოგვწონს თუ არა, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ყველაზე ელემენტარული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალია რომ არჩევნებზე მივიდეთ.


გააკეტეთ არჩევანი თქვენ თვითონ, ნუ მოუსმენთ სხვას, დაფიქრდით და გაანალიზეთ თუ რა ან ვინ გინდათ რომ გაიმარვოს

გმადლობთ ყურადღებისთვის

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე პირველი
ალექსანდრე პირველი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0