x
image
ლურჯი თოლია
მერი შერვაშიძის ცხოვრების გზა და მისი კავშირი გალაკტიონთან და კოკო შანელთან

მერი შერვაშიძე სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი იყო. დაიბადა 1888 წელს, ბათუმში. მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. მისი სილამაზეს რუსეთის იმპერატორიც კი მოუხიბლავს, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 1912 წელს.

image

მერის მამა იყო აფხაზი თავადი, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

1918 წელს მერი ცოლად გაჰყვა გიორგი ერისთავს (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორის ადიუტანტი იყო.

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

პარიზში გადასვლის შემდეგ მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი Coco Chanel-ის მოდელი, რაც მას წარმატებას და აღიარებას მოუტანს. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. ამ ამბებიდან მალევე გარდაიცვალა მერის ქმარი გიორგი ერისთავი და მერი მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. წყვილს შვილი არ ჰყოლიათ.

image

ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც ჰყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო. მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.

მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 1921 წლის 21 იანვარს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.

ბევრი ფიქრობს, რომ ცნობილი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე შეყვარებული იყო მერიზე. ამბავი ტაბიძის სავარაუდო რომანტიკული გრძნობების შესახებ მერისადმი, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა, როცა გამოიცა მისი პოემა სახელწოდებით ''მერი'', რომელშიც პოეტი მწარედ აღწერს "ვინმე" მერის საქორწილო ცერემონიალს. მერი თავად არ ეთანხმებაოდა ჭორებს და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პოემა 1915 წელს გამოქვეყნდა, ხოლო თვითონ 1918 წელს დაქორწინდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის და გალაკტიონი ერთმანეთს მხოლოდ 1935 წელს შეხვდნენ, როცა მერი ლუვრის წინ იჯდა.

1
250
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
250
  
17 ნოემბერი, 0:34
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 1