x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი)

image

ჩვენ სამყაროში ორი ძირითადი ტიპის ენერგია არსებობს, რომლებიც ჩვეულებრივ გულისხმობს მზის (მამაკაცის, იანის ენერგია) და მთვარის (ქალის, ინის). ეს ენერგიის ორი ტიპი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს: პირველი კოსმოსის ენერგიაა, მეორე კი - ხმელეთის.

თითოეულ ჩვენგანში სქესის მიუხედავად, ორივე, ქალის და კაცის ენერგიაც არსებობს. გასაკვირი არაა, რომ არსებობენ „ქალური“ მამაკაცები და „მამაკაცური“ ქალები. ასეთი მიდგომა პიროვნებაზე ყოველთვის უარყოფითად არ აისახება, პირიქით: ქალის სიკეთე, სინაზე და ელეგანტურობა მამაკაცებში ან მზის ენერგიულობა, დაჟინებულობა და სიკაშკაშე ქალებში არ შეიძლება უარყოფითი თვისებები იყოს.


მაგრამ როგორ გავიგოთ, ჩვენს ხასიათსა და შინაგან სამყაროში რა უფრო მეტია - მზე თუ მთვარე? ამისთვის მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ - ქვემოთ მოცემულ კითხვებს გაეცით პასუხი მხოლოდ: „კი“ ან „არა“.

1. ხშირად ხართ აგრესიული?

2. მიმნდობი ადამიანი ხართ?

3. გადაწყვეტილებას სწრაფად ღებულობთ?

4. მორცხვი ხართ?

5. თქვენ ქალური ხართ?

6. შეგიძლიათ გუნდში გახდეთ ლიდერი?

7. შეგიძლიათ საკუთარ თავს ძლიერი პიროვნება უწოდოთ?

8. შეგიძლიათ დაამშვიდოთ ადამიანი, რომელსაც უსიამოვნება მოუვიდა და მის მიმართ თანაგრძნობა გამოხატოთ?

9. თქვენ მშვიდი ხმა გაქვთ?

10. თქვენ ამბიციური ხართ?

11. თქვენ ზიზღის გრძნობა გიჩნდებათ, როცა გესმით გინება, თუნდაც ეს თქვენს მიმართ არ იყოს?

12. თქვენ მამაკაცური ხართ?

13. გიყვართ რისკზე წასვლა?

14. თქვენ რბილი ხასიათი გაქვთ?

15. ნაზი გრძნობების მოზღვავებას გრძნობთ, როცა პატარა ბავშვებს ხედავთ?

16. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ?

17. დავაში ადვილად ერთვებით და თანამოსაუბრეებს ეთანხმებით?

18. სხვებთან კონკურენცია და გამარჯვებისკენ სწრაფვა გიყვართ?

დათვალეთ „კის“ პასუხი შემდეგ კითხვებზე 1, 3, 6, 7, 10, 12, 13, 16, 18, რაც უფრო მეტი „კი“ არის ამ პასუხებზე, მით უფრო მზის ენერგეტიკა გაქვთ.

დათვალეთ „კის“ პასუხი შემდეგ კითხვებზე 2, 4, 5, 8, 9, 11, 14, 15, 17. რაც უფრო მეტი „კი“ არის ამ პასუხებზე, მით უფრო მთვარის ენერგეტიკა გაქვთ.


მთვარის და მზის ენერგია

ხშირად ისე ხდება, რომ მზე ადამიანში მთვარის თვისებებს ჩრდილავს. მას თანაგრძნობის გამოხატვა უჭირს, სხვა ადამიანზე ფიქრი არ სურს, ოჯახი ნაკლებად აინტერესებს, ამასთან, ძალიან ეგოისტურია და იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში.

ასეთ ადამიანების ენერგიის ჰარმონიზაცია არ აქვთ და მთვარის თვისებები განვითარებული არ აქვთ. მზის დაბნელება ხშირად ხდება მამაკაცებში, რომელთაც ბავშვობაში დედის ყურადღება დააკლდათ, რადგან სწორედ დედა არის ადამიანისთვის სიკეთის, ზრუნვის, თანაგრძნობის და სიმშვიდის მაგალითი.


თუ თქვენში მთვარის ენერგია ჭარბობს, მაგრამ თქვენ ეს არ მოგწონთ და უფრო მეტი მზის ენერგიის მიღება გსურთ, თქვენს ცხოვრებაში ზოგიერთი მზისთვის დამახასიათებელი ნივთები უნდა შეიტანოთ.

1.საკუთარ სურვილებში მყარი იყავით, ეცადეთ, გადაწყვეტილება ასჯერ აწონ-დაწონოთ.

2.ნებისმიერ საკითხზე თქვენი აზრი ჩამოაყალიბეთ, მაშინაც კი, თუ სხვების მოსმენას ხართ მიჩვეული.

3.დილიდან დღის სურვილების ჩამოწერა დაიწყეთ (თავიდან წვრილმანების) და იმ დღესვე შეასრულეთ. მარტივით დაიწყეთ, რისი შესრულებაც ადვილია და თანდათანობით ამოცანა გაართულეთ. ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ და დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ შეგიძლიათ ყველაფერს მიაღწიოთ.

4.კვირის საქმეების სია ჩამოწერეთ, რომლებიც პირადად თქვენთვის უნდა შეასრულოთ და არა სხვებმა და მათი შესრულება დაიწყეთ. მაგ., იყიდეთ რამე, მანიკიურ-პედიკიური გაიკეთეთ, სპორტით დაკავდით, საყვარელი კერძი მოიმზადეთ და ა.შ.)

5.ოქროს სამკაულები ატარეთ, თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ! ოქრო მზის ლითონია.


თუ თქვენ მზის ენერგეტიკას ფლობთ, მაგრამ გსურთ, უფრო რბილი გახდეთ და ინტუიცია განივითაროთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

1.გამონახეთ დღეში 10 წუთი და ეს დრო სრულად დასვენებას, პასიურობას, არაფრის კეთებას, მოდუნებას დაუთმეთ. მარტო დარჩით და თავი მშვიდად იგრძენით. ყველა ფიქრი განდევნეთ. შეგიძლიათ ისწავლოთ მედიტაცია. თუ მოდუნება გიჭირთ ან ამის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს საღამოს, ძილის წინ გააკეთოთ ან დილით ადრე, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს.

2.საუნა და სპა სალონებს რეგულარულად ესტუმრეთ, ან ასეთი „სალონი“ სახლში მოიწყვეთ, სხეულის სხვადასხვა პროცედურები ჩაიტარეთ.

3.ვერცხლის სამკაულები შეიძინეთ, თუ გაქვთ, მუდმივად ატარეთ.

4.ეცადეთ, საკვები ყოველდღიურად მოამზადოთ, მინიმუმ ერთი კერძი.

5.ეცადეთ, სხვის რჩევებს მოუსმინოთ და დაიცვათ ის, თუნდაც ზოგჯერ.

0
212
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0