x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82948
  • ვიდეო:334276
  • სურათი:440632
ევროპას მოუწოდებენ პატივი სცენ რუსეთს, რომელმაც მსოფლიო გასულ საუკუნეში ორჯერ გადაარჩინა

image
რუსეთი 1914 წლის შემოდგომაზე მომხდარი გმირული ბრძოლისა და უზარმაზარი დანაკარგების გამო პატივისცემას იმსახურებს, რომლის გარეშეც გერმანიის გამარჯვება ვერ მოხერხდებოდა, - ამის შესახებ ფრანგმა ისტორიკოსმა, ედუარდ იუსონმა "Atlantico "-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა. მან გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რუსეთი მტერად გამოაცხადა.

იუსონმა აღნიშნა, რომ ქალაქ ვერდენში ყოფნისას, სადაც პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა იყო, მაკრონმა განაცხადა რეალური ევროპული არმიის შექმნის აუცილებობაზე, რომელიც რუსეთს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება. ისტორიკოსი იხსენებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მშვიდობის თემა მიეძღვნება პირველ მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა.

ფრანგი ისტორიკოსი გაოცებული იყო, თუ როგორ შეარჩია მაკრონმა დრო და ადგილი, რომ რუსეთი მტრად გამოეცხადებინა. როგორიც არ უნდა იყოს თანამედროვე რუსეთთან დაკავშირებული პრეტენზიები, მსოფლიოს აუცილებლად უნდა ახსოვდეს ის, რაც ქვეყნებს აახლოებს ერთმანეთთან. - ნათქვამია სტატიაში.

"რუსული ჯარი, 1914 წლის შემოდგომაზე გმირული ბრძოლისა და დიდი დანაკარგების გამო პატივისცემას იმსახურებს, რომლის გარეშეც გერმანიაზე გამარჯვება ვერ მოხერხდებოდა. არ მოვიდა დრო, რომ პატივი მივაგოთ 1.8 მილიონ დაღუპულ რუსულ სამხედროს?"- განაცხდა ისტორიკოსმა.

იუსონი მოუწოდებს მსოფლიოს, გვერდზე გადადონ პოლიტიკა და გაიხსენონ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც ორჯერ გადაარჩინა მთელი მსოფლიო გასული საუკუნის განმავლობაში.

ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ ევროპული თავისუფლების დაცვისთვის, პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთმა 5 მილიონი სამხედრო და სამოქალაქო ადამიანი დაკარგა, ხოლო, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა 27 მილიონზე მეტი.

იუსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, არც ერთმა გერმანიის კანცლერმა რუსეთთან მიმართებაში შერიგების ნაბიჯი არ გადადგა, ხოლო, გერმანიამ და საფრანგეთმა არაერთხელ გაცვალეს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

გარდა ამისა, ფრანგი ისტორიკოსი აკრიტიკებს მაკრონის წინადადებას, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი უსაფრთხოების სისტემა ევროპაში.

"რუსეთთან შეთანხმების გარეშე, როგორ შეიძლება სერიოზულად დავარეგულიროთ აზიის ევროპულ კონტინენტთან დაბალანსება?" "როგორ შეგვიძლია სერიოზულად დავამარცხოთ 2018 წელს ისლამიზმი და მისი შეიარაღებული ძალები მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე?"- კითხვას სვამს ისტორიკოსი.

"თუ ევროპას სურს მშვიდობიანი მომავალი, ის უნდა აღუდგეს წინ ევროპული თავდაცვის იდეას, რომელიც მიმართულია როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ" - დასძენს ისტორიკოსი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სრულმასშტაბიანი შეხვედრა მაკრონის გამო არ შედგა, რომელიც თვლის, რომ რუსულ-ამერიკული სამიტი ხელ შეუშლიდა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.





0
290
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0