x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
შუალედური არჩევნები ამერიკულად და ტრამპის "პიროვნების კულტი"

image

საარჩევნო კამპანია შუალედურ არჩევნებამდე

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები დასრულდა და შედეგებს ელოდებიან. არსებული მონაცემებით, კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა "დემოკრატებმა" მოიპოვეს, ზედა პალატაში, სენატში კი "რესპუბლიკელებმა" მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

ამ შედეგს არჩევნებამდეც ვარაუდობდნენ. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად "დემოკრატების" დიდი შრომისა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეიძლება ითქვას, თავისი გაიტანა და სენატი შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეიძლება ნაწილობრივ წარმატებულად ჩაითვალოს.

წლევანდელი შუალედური არჩევნები ამერიკაში რაღაცით საპრეზიდენტო კამპანიასაც წააგავ
და - მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა ერთდროულად იღებდნენ მონაწილეობას მასობრივ შეხვედრებში ამომრჩევლებთან და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
რატომ მოსწონთ დონალდ ტრამპი?
რა თქმა უნდა, ტრამპის კამპანია ბევრად უფრო აგრესიული და შეიძლება ითქვას პოპულისტურიც იყო. წლევანდელი არჩევნები მან შეაფასა როგორც რეფერენდუმი პირადად მასზე და მის
პოლიტიკაზე. მან წინასაარჩევნოდ ძალიან კარგად გამოიყენა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ამერიკაში, კერძოდ კი ე.წ. მიგრანტების ქარავნის თემა. ეს ქარავანი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან დაიძრა შტატების სამხერეთის საზღვრისკენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 5000-მდეა. არის კიდევ ორი მცირე ზომის ქარავანიც. ტრამპმა ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აიყვანა და როგორც მან განაცხადა, საზღვარზე დაახლოებით 15 000-მდე ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს. წაიკითხეთ ვრცლად
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0