x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82968
  • ვიდეო:334282
  • სურათი:440636
თოჯინების საერთაშორისო გამოფენა

image



თბილისში, რუსთაველის გამზირი №27-ში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის 2 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობდა ხელნაკეთი თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალს - “Art-Doll Tbilisi", რომელშიც გამოფენილი იყო ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი).

ფესტივალზე საქართველომ წარადგინა ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარი.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხელოვნებაა, შესაბამისად, არაერთი უნიკალური დეტალით შექმნილი ნიმუშია დაცული მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილი ცნობილ საგამოფენო დარბაზებში, რომელსაც ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, ტურისტებით დაწყებული, კერძო კოლექციონერებით დასრულებული.
დღესდღეობით თოჯინების ხელოვნება და მისი სხვადასხვა სახეობა ინტენსიურად ვითარდება და იხვეწება, რომელთა შორისაა ინტერიერული თოჯინა, თოჯინა არტ-ობიექტი, რეპლიკანტი, რებორნი, კონცეპტუალური თოჯინა და ა.შ.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ლიდია ამარიანი
ლიდია ამარიანი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0